ლადუ - უგემრიელესი ინდური ტკბილეული
ლადუ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინდური დესერტია, რომლის უამრავი რეცეპტი არსებობს. ამჯერად გთავაზობთ ორიგინალ რეცეპტს, რომელსაც ინდოეთში Nei Urundai-ს უწოდებენ. სწორედ Nei Urundai ითვლება ჭეშმარიტ ინდურ ლადუდ - ტკბილი, არომატული, ნოყიერი ბურთულები პირდაპირ პირში დნება.
ინგრედიენტები:
2 ჩ.ჭ. ოსპი (მწვანე ბარდის მსგავსი პარკოსანი, შეგვიძლია გამოვიყენოთ მწვანე ბარდაც)
2/3 ჩ.ჭ. ნუში
2/3 ჭ.ჩ. ქეშიუ (თხილის სახეობა, შეიძლება შევცვალოთ ჩვენთვის სასურველი თხილეულით)
1, 5 ჩ.ჭ. შაქრის პუდრი
8 ცალი ილი
400 გ. 82%-იანი ნაღების კარაქი (არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ სპრედი!)
პირველ რიგში ვამზადებთ გჰის კარაქისგან:
მოათავსეთ კარაქი სქელძირიან ქვაბში და დადგით ძალიან დაბალ ცეცხლზე. კარაქი გალღვება, შემდეგ ქაფს მოიკიდებს, შემდეგ კი მიიღებს ერთგვაროვან, მოყვითალო შეფერილობას. ამის შემდეგ კარაქი დაიწყებს "აჭრას", თუმცა ცეცხლიდან ჯერ არ გადმოდგათ. გჰი მზად იქნება მაში, როცა სრულიად გამჭვირვალე, ოქროსფერი გახდება, ქვაბის ძირზე კი ნარჩენებს მოიკიდებს. სწორედ ეს ნარჩენებია ის დამანატები, რასაც საწარმოში კარაქს უმატებენ. ამ გზით შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენს მიერ ნაყიდი ნაღების კარაქის ხარისხიანობა: რაც მეტი იქნება ნარჩენი, მით მეტი ყოფილა მასში ხელოვნური დანამატები.
გჰი ოდნავ გააგრილეთ და მარლაში ან საწურში რამდენჯერმე გაწურეთ.
ოსპი გარეცხეთ და დაყარეთ ფორმაზე და შედეთ ღუმელში გამოსაშრობად და მოსახალად. მზად იქნება, როცა ოდნავ ოქროსფერ შეფერილობას მიიღებს.
ნუში და ქეშიუ (ან სხვა თხილეული) ბლენდერში დაფხვენით ან დანით დააქუცმაცეთ (არ უნდა იყოს ძალიან წვრილად დაფქვილი). შემდეგ კი დაყარეთ ტაფაზე და მოხალეთ ოქროსფერ შეფერილობამდე.
მოხალული ოსპი დაფქვით, გაცერით, დაამატეთ შაქრის პუდრი და დაფქვილი ილი.
ოსპის ფქვილი და თხილეული ერთმანეთს შეურიეთ და დაასხით კარაქი გჰი (აჯობებს თუ თანდათანობით დაასხამთ, სანამ მასა შეკვრას დაიწყებს). მიღებული მასისგან ხელით გააკეთეთ ბურთულები.
შედეთ მაცივარში 1-2 საათით.
წყარო: intermedia.ge
სიახლეები
- შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი” - თეა წულუკიანი
- საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება