როგორ მოვამზადოთ კარამელიანი ბანანი?
კარამელიანი ბანანი ძალიან გემრიელი და ამავდროულად მარტივი მოსამზადებელია. როდესაც მოდურ რესტორანში კარამელიან ბანანს მოგართმევენ, თქვენ უბრალოდ ფიქრობთ,რომ ძალიან მაგარია. თუმცა ახლა მათი მომზადება თქვენც შეგიძლიათ! ამისათვის დაგჭირდებათ მხოლოდ ორი ბანანი, მუჭა შაქარი,კარაქი და მადა!
ინგრედიენტები:
- 1 კონა მწიფე ბანანი
- 500 გრამი ყავისფერი შაქარი
- 1 ჭიქა კარაქი
- 250 გრამი კრემი, ნაყინი ან ახალი ხილი.
1.დაჭერით ბანანი გრძელ ხაზებად. შემდეგ გაჭერით შუაზე,ისე რომ ბანანი გავყოთ მეოთხედებად. დააწყვეთ ბანანები მაგიდაზე.
2.დაადნეთ ნახევარი კარაქი და გადადგით.
- კარაქის მეორე ნახევარი დადეთ ტაფაზე. გაადნეთ საშუალო სითბოზე.
4.წაუსვით ბანანს დამდნარი კარაქი. სანამ კარაქი დნება და ტაფა ცხელდება, აიღეთ პირველად გამდნარი კარაქი და ჯაგრისის გამოყენებით ამოავლეთ ბანანი კარაქში.
- თქვენ შეგიძლიათ ბანანი კარაქში ჩადოთ და დატოვოთ,თუმცა ამ შემთხვევაში ბანანი ძალიან კარაქიანი იქნება.
5.კარაქიანი ბანანი დადეთ ტაფაზე. დააყარეთ ყავისფერი შაქარი ყველა ბანანს.
6.არ დაელოდოთ უშაქრო მხარის შეწვას. გადმოატრიალეთ და ისიც დაფარეთ ყავისფერი შაქრით. დატოვეთ ერთი წუთით.
7.ისევ ამოატრიალეთ. დააყარეთ დარჩენილი შაქარი.დატოვეთ საკმაო ხნით,რათა ყავისფერი შაქარი დადნეს და კარგი კარამელი მიიღოთ.
8.მიირთვით. როდესაც ბანანი ოქროსფერი და მოყავისფრო გახდება შუაში,გადმოიღეთ ტაფიდან. მიირთვით კრემთან,ნაყინთან ან ხილთან ერთად ან თუ გირჩევნიათ მარტო.
მზადაა!
წყარო: ihow.ge
სიახლეები
- შსს-ს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 16 პირია დაკავებული
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004 წლიდანვე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ცხინვალის რეგიონსა და კოდორის ხეობასთან მიმართებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესისთვის საზიანო ნაბიჯები გადადგეს” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ 2004-12 წლებში, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაკავებულ პირთა მიმართ წამება და არაადამიანური მოპყრობა, იყო სისტემატური და სისტემური” - თეა წულუკიანი
- “საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პატიმართა მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სხვადასხვა, სასტიკი მეთოდების გამოყენებას ჰქონდა თითქმის ყოველდღიური ხასიათი” - თეა წულუკიანი
- საყოველთაო ნათლობის 72-ე ეტაპისთვის მსურველთა რეგისტრაცია იწყება