როგორ მოავამზადოთ კოქტეილები ?

 ლამაზი, სასიამოვნო არომატის და გემოს მსუბუქი ალკჰოლური სასმელების მირთმევა ყველასთვის სასიამოვნოა. კოქტეილებს ხშირად უკვეთავენ ბარში ან ღამის კლუბებში.
თუ გაქვთ სურვილი, რამდენიმე ცნობილი კოქტეილი თავად მოამზადოთ და გაუმასპინძლდეთ სტუმრებს ამ პიკანტური,ლამაზი და განსხვავებული გემოს სასმელით, მაშინ ეს სტატია თქვენთვის საინტერესო იქნება.
გთავაზობთ, პოპულარული კოქტეილების რამდენიმე რეცეპტს.

 

მოჰიტო

mohito
კოქტეილი მოჰიტო საკმაოდ პოპულარული სასმელია, მსუბუქი, სასიამოვნო მოტკბო მენთოლის გემოთი. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
ახალი პიტნა 10 გრ,
ლაიმი 1 ც,
ტონიკი 40 მლ,
შაქრის სიროფი 10 გრ,
თეთრი რომი 80 გრ და ყინულის ნატეხები.

პიტნის ღერები ჩაჭყლიტეთ მაღალ ჭიქაში შაქართან ერთად, ჩაასხით ლაიმის ან ლიმნის წვენი და რამდენიმე ნაჭერიც ჩააგდეთ შიგნით. პატარა ნატეხებად დატეხეთ ყინული და აავსეთ ჭიქა. შემდეგ ჩაასხით რომი და მოურიეთ, მერე დაამატეთ ტონიკი, გააფრმეთ პიტნის ფოთლებით, ასევე სილამაზისთვის დაამაგრეთ ჭიქას ლიმნის ნაჭერი, ჩადეთ კოქტეილის მილი და მოჰიტოც მზადაა. ეს კოქტეილი უნდა მიირთვათ სანამ ყინული გადნება, რათა გემო არ დაკარგოს.

კოსმოპოლიტენი

kosmopolitenამ კოქტეილის დასამზადელად დაგჭირდებათ:
არაყი 40 მლ,
ლიქიორი კუანტრო 20 მლ,
ლაიმი ან ლიმონი 35 გრ,
შტროშის წოწოქურა 10 მლ,
ყინულის ნატეხები 250 გრ.

აიღეთ მარტინის ბოკალი გააგრილეთ, შემდეგ გაფორმებისთვის სალფეთქზე დაყარეთ შაქარი და ბოკალის პირი ნელი მოძრაობით დაატრიალეთ მასში ისე, რომ პირზე ირგვლივ მთლიანად მიეკრას შაქარი. ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები ყინულთან ერთად ათქვიფეთ შეიკერში და დაასხით წინასწარ გაგრილებულ და გამზადებულ ბოკალში. სურვილისამებრ გააფორმეთ და ბოკლის პირზე დაამაგრეთ ლაიმი ან სხვა, რომელიმე ხილი და კოსმოპოლიტენიც მზადაა.

პინაკოლადა

pina coladaეს კოქტეილი მსუბუქი დასალევია და აქვს სასიამოვნო გემო, მის მოსამზადებლად კი საჭიროა:
თეთრი რომი 60 მლ,
შავი რომი 15 მლ,
ქოქსის სიროფი 50 მლ,
ანანასის წვენი 100 გრ,
ლაიმი 10 გრ,
ანანასის ნაჭერი,
ყინული,
ამ ყველაფერს ყინულთან ერთად მოათავსებთ ბლენდერში, დააბლენდერებთ და დაასხავთ ჭიქაში. გაფორმებისთვის ანანასის ნაჭერი დაამაგრეთ ჭიქის პირზე, ჩადეთ კოქტეილის მილი და არაჩვეულებრივი პინაკოლადაც მზადაა.

ტეკილა სანრაიზი

tekila sanraisee
ტეკილა სანაიზი საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი კოქტეილია რესტორანსა და ბარებში. მისი სახელი მზის ამოსვლას ნიშნავს და ვიზუალიც სწორედ ასეთი აქვს. მის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ტეკილა 40 მლ,
ფორთოხლის წვენი 90 მლ,
გრენადინის სიროფი 15 მლ,
ყინული,
ჩაყარეთ ბოკალში ყინული, ჩაასხით 40 მლ ტეკილა, დაამატეთ 90 მლ ფორთოხლის წვენი და 15 მლ გრენადინის სიროფი.გააფორმეთ ფორთოხლის ნაჭერით, როგორც ხედავთ საკმაოდ ადვილი მოსამზადებელია, გამოიყურება ლამაზად და სასიამოვნო დასალევია.

მარგარიტა

margaritaამ კოქტეილდებლად მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ:

ტეკილა 35 გრ,
ლიქიორი კუანტრო 20 მლ,
ლიმნის ან ლაიმის წვენი 15 მლ,

ჩაყარეთ შეიკერში ყინული და ზემოთ ჩამოთვლილი ინგრედიენტები და ათქვიფეთ. აიღეთ ჭიქა და პირზე წაუსვით ლიმონი, შემდეგ კი თეფშზე დაყარეთ მარილი და ლიმონ წასმული პირი მოავლეთ მარილში რათა მიეკრას ჭიქის კიდეებს. ჩაყარეთ ამ ჭიქაში ყინული და დაასხით შეიკერში ათქვეფილი კოქტეილი. გააფორმეთ ლიმნის ან ლაიმის ნაჭერით.

სექსი პლიაჟზე

seqsi pliajze
ამ კოქტეილის სახელი თავიდან ,,მხიარულება პლიაჟზე” იყო და შემდეგ შეიცვალა და დაერქვა ,,სექსი პლიაჟზე” ასევე საკმაოდ პოპულარულია და მის მოსამზადებლად საჭიროა:

არაყი 40 მლ,
ფორთოხლის წვენი 40 მლ,
მოცვის წვენი 40 მლ,
ატმის ლიქიორი 20 მლ,

ჩაყარეთ შეიკერში ყინული, დაამატეთ ატმის ლიქიორი, ფორთოხლის და მოცვის წვენი. ათქვიფეთ და ყინულთან ერთად დაასხით ბოკალში, მორთეთ ფორთოხლის ნაჭერით ან ანანასით.

ეს არის ნაწილი იმ კოქტეილების რეცეპტებისა, რომლებიც საკმაოდ პოპულარული და საყვარელი სასმელია მრავალი ადამიანისთვის. მოამზადეთ, ისიამოვნეთ და გაუმასპინძლდით მეგობრებს.

ihow.ge

წაკითხვა 3229 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.