უგემრიელესი სტეიკი წითელი ღვინით - მომზადების წესი
სტეიკი უძველესი კერძია, რომლის ისტორიაც ჯერ კიდევ ძველი რომიდან მოდის. სტეიკის მომზადებას თუ გადაწყვეტთ, აჯობებს სპეციალურად დაფასოებული ხორცის ნაჭრები შეიძინოთ. ასევე უნდა დაიჭიროთ ამ კერძთან მისაყოლებელი ღვინის თადარიგიც.
ინგრედიენტები:
ზეთი - 1 ს.კ
წითელი ღვინო - 4 ს.კ
ღორის ხორცის სტეიკის ნაჭერი, 2 სმ სისქის - 4 ცალი
მარილი და პილპილი

მომზადების წესები:
ხორცის ნაჭრებს წავუსვათ არეული ღვინო და ზეთი, მოვაყაროთ მარილი და პილპილი. შევწვათ კარგად გახურებულ გრილზე. 12-15 წუთის განმავლობაში. გარნირად შეგვიძლია მოვამზადოთ შემწვარი კარტოფილი.

ღორის ხორცის სტეიკს წითელი მშრალი ღვინო შეეხამება
allwine.ge
სიახლეები
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
- საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში გაემგზავრა
- უკრაინის პატრიარქი ფილარეტი კიევში დაკრძალეს
- ,,38 წლის ასაკში დადგა დრო, დიდი მადლობა გადაგიხადოთ და გაცნობოთ ჩემი 17-წლიანი სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ” – გურამ კაშია
