“ვულოცავ რუსეთის ყველა დასავლელ “მეგობარს” “სარმატის” სტრატეგიული სარაკეტო სისტემის წარმატებით გამოცდას, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს. “ახლა ჩვენ ყველანი ბევრად უფრო ახლოს ვართ!” - აცხადებს მედვედევი.
უკრაინის დედაქალაქ კიევში რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია.
აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაცია და პრეზიდენტი გულწრფელად ისწრაფვიან კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
“საერთაშორისო ბირჟებზე, ნავთობის ფასი მკვეთრად დაეცა. 1 ბარელი “ბრენტი” 100 დოლარი ჩამოსცდა, ხოლო ამერიკული ნავთობი - 90 დოლარამდე გაიაფდა. სპეციალისტების შეფასებით, ფასების ვარდნა საერთაშორისო გამოცემა “აქსიოსის” ინფორმაციას მოჰყვა, რომლითაც ვაშინგტონი და თეირანი ომის დასასრულებლად შეთანხმებაზე მუშაობას ასრულებენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასზე განხორციელებული მესამე მკვლელობის მცდელობის შემდეგ, იგი ტყვიაგაუმტარი ჟილეტის ტარების წინადადებას განიხილავს.
