სექტემბერი 18 2022 წაკითხვა 550 ჯერ

დონეცკელ სეპარატისტთა საველე მეთაური არსენ პავლოვი, მეტსახელად „მოტოროლა“, ცნობილი საველე მეთაური, მიხაილ ტოლსტიხი, მეტსახელად „გივი“, დონეცკის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ზახარჩენკო - ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ტერაქტის შედეგად დაღუპულ ამ გავლენიან სეპარატისტთა სიას 16 სექტემბერს „ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის“ გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო და მისი მოადგილეც დაემატნენ.

სექტემბერი 17 2022 წაკითხვა 551 ჯერ

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს აშშ-ის მიერ 2020 წლის სექტემბრის გადაწყვეტილების გაფართოებას კვიპროსისთვის იარაღზე ემბარგოს მოხსნის შესახებ.

სექტემბერი 17 2022 წაკითხვა 496 ჯერ

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვლადიმერ პუტინს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ქიმიური ან ტაქტიკური ბირთვული იარაღი უკრაინაში. როგორც ჯო ბაიდენმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, ამგვარი ქმედებები ომის სახეს შეცვლის და აქცევს ისეთ რამედ, რაც არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

სექტემბერი 17 2022 წაკითხვა 522 ჯერ

რუსეთმა იზიუმში გაიმეორა ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში, – ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკი აცხადებს, რომ არსებობს იზიუმში რუსი სამხედროების მიერ ადამიანების წამების მკაფიო მტკიცებულებები.

სექტემბერი 17 2022 წაკითხვა 612 ჯერ

ვნახოთ, როგორ განხორციელდება და რით დამთავრდება უკრაინის კონტრშეტევითი ოპერაცია, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სექტემბერი 17 2022 წაკითხვა 531 ჯერ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით, გათავისუფლებულ დასახლებებში სამხედრო დანაშაულების ჩადენაში სდებს ბრალს. ამის შესახებ ზელენსკიმ სააგენტო „როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

გვერდი 195 სულ 374
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.