"რუსეთმა იზიუმში გაიმეორა ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში" - ვოლოდიმირ ზელენსკი
რუსეთმა იზიუმში გაიმეორა ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში, – ამის შესახებ უკრიანის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკი აცხადებს, რომ არსებობს იზიუმში რუსი სამხედროების მიერ ადამიანების წამების მკაფიო მტკიცებულებები.
„გრძელდება იზიუმთან მასობრივი სამარხის ადგილზე ცხედრების ექსჰუმაცია. ამჟამინდელი მონაცემებით, დადგენილია 440-ზე მეტი საფლავი. იქ დამარხული ადამიანების რაოდენობაზე ჯერ ადრეა საუბარი, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. არის ადამიანების წამების, მათი შეურაცხყოფის მკაფიო მტკიცებულებები… მეტიც, არის მტკიცებულებები, რომ რუსი სამხედროები, რომელთა პოზიციები აღნიშნული ადგილის სიახლოვეს იყო, მოკლულებს გასართობად ესროდნენ. მსოფლიომ ამ ყველაფერზე რეაგირება უნდა იქონიოს. რუსეთმა გაიმეორა იზიუმში ის, რაც ჩაიდინა ბუჩაში. ჩვენ ჯერ მხოლოდ დავიწყეთ სრული სიმართლის გაგება იმის შესახებ, რაც ხდებოდა ხარკოვის ოლქში“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გაერო უკვე ამზადებს ჯგუფს, რომელიც ჩავა იზიუმში და შეისწავლის იქ არსებულ სიტუაციას. ზელენსკი აცხადებს, რომ მედიისთვის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე სრული წვდომა იქნება უზრუნველყოფილი.
მან ევროპის ქვეყნებს რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის სრულად შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე საერთაშორისო კომპანიებს მოუწოდა, უარი თქვან რუსეთში მუშაობაზე.
„თუ რომელიმე სახელმწიფო ირჩევს ტერორის გზას, ყველა ღირსეული კომპანიის ვალდებულებაა, გაემიჯნოს ასეთ სახელმწიფოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
