ჩვენ ვემსახურებით ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს - ნოდარ მაღლაფერიძე
იყო ექიმი – ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. იგი 24-საათიან შრომას, მუდმივ განვითარებასა და ულევ ენერგიას მოითხოვს.
ექიმის პროფესია გარკვეულწილად ჰგავს გამოცდილებისა და ცოდნის ყულაბას. ეს პროფესია, უპირველეს ყოვლისა, მკვეთრი გონების არსებობას, ანალიტიკურ აზროვნებასა და კარგ მეხსიერებას გულისხმობს. გარდა ამისა, ამ დარგის სპეციალისტმა უნდა გამოავლინოს ახალი ცოდნის მიღების სურვილი, ვინაიდან მედიცინა მუდმივად ვითარდება და იხვეწება.
მსოფლიოში არსებულმა კორონავირუსის პანდემიამ ექიმების გმირობა და მათი პროფესიის მნიშვნელობა განსაკუთრებთ დაგვანახა.
FirstNews.ge გთავაზობთ რუბრიკას - „აირჩიე შენი მომავალი პროფესია“. საკუთარ პროფესიაზე ექიმი ნოდარ მაღლაფერიძე გვესაუბრა.
- დავიბადე და გავიზარდე ქ. ქუთაისში.დავამთავრე აკ.წერეთლის სახელობის N1 კლასიკური გიმნაზია,შემდგომში ასევე აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტი. ვიყავი ჩვეულებრივი ბავშვი, სხვებისგან არაფრით გამორჩეული, რომელსაც უყვარდა უფრო მეტი გართობა ვიდრე მეცადინეობა.
- რატომ აირჩიეთ თქვენი პროფესია?
- ბავშობიდან მაინტერესებდა და ხშირად ვკითხულობდი ხოლმე ილუსტრირებულ საბავშო სამედიცინო ენციკლოპედიას, თუმცა პირველ რიგში ადამიანების დახმარების სურვილმა გადამაწყვეტინა, რომ ექიმის პროფესია ამერჩია.
- ეს პროფესია თქვენი ბავშვობის ოცნებაა?
- ბავშვობაში ბევრ რაიმეზე ვოცნებობდი, ჩემთვის ექიმი სიცოცხლის გადარჩენასთან ასოცირდებოდა და ბევრჯერ მიფიქრია თუ რამდენი ადამიანის დახმარება შემეძლებოდა მომავალში.
- როგორ მიაღწიეთ წარმატებას? რა ხერხები ან რა თვისებები დაგჭირდათ ამისთვის?
- წარმატება აუცილებლად თავდაუზოგავი შრომით და საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით მოდის, არც ჩემი შემთხვევა იყო გამონაკლისი. ვფიქრობ, წარმატების მისაღწევად აუცილებელია იყო მიზანდასახული, გამბედავი, უნდა შეგეძლოს სხვისი მოსმენა და კრიტიკის მიღება.
- რა არის თქვენი პროფესიის მთავარი მიზანი? რას ემსახურებით?
- ჩვენ ვემსახურებით ყველაზე ძვირფასს - სიცოცხლეს. ექიმი არა მხოლოდ მკურნალობს პაციენტს არამედ მისი ფსიქოლოგი და მეგობარი არის. ყველაზე მძიმე პაციენტიც კი მხოლოდ ექიმს უყურებს იმედით. ჩვენ არ გვაქვს უფლება მოვდუნდეთ.
- თქვენი აზრით, რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეს ახალგაზრდას, რომ თქვენს პროფესიას დაეუფლოს?
- როგორც ზემოთ აღვნიშნე აუცილებელია შრომა, გამბედაობა, ნებისმიერი, ვინც ექიმობას გადაწყვეტს თავიდანვე უნდა ქონდეს გაცნობიერებული,რომ ამ გადაწყვეტილების მიღების წამიდან თავის თავს აღარ ეკუთვნის და მოუწევს მთელი ცხოვრების განმავლობაში თავდაუზოგავი ბრძოლა.
- რას ურჩევდით მომავალ თაობას, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ თქვენი პროფესიის არჩევა?
- აუცილებელია მაქსიმალური ცოდნის მიღება, არცერთი წამი ფუჭად არ უნდა დაიკარგოს, რადგან როცა ექიმები გახდებიან პირველ რიგში თავიანთ ცოდნაში უნდა იყვნენ დარწმუნებული და აუცილებელი პირობაა, რომ ისწავლონ და განვითარდენენ ყოველდღიურად სიცოცხლის ბოლომდე.
სიახლეები
- "აქცია რომც დაარბიონ, დამერწმუნეთ, ეს პროტესტი უფრო გაიზრდება" - მამუკა ხაზარაძე
- "უკრაინას ჯერ სამართლიანი მშვიდობა სჭირდება და ამის შემდეგ უკრაინელები სამართლიან არჩევნებს ჩაატარებენ" - ზელენსკი
- “ორხელისუფლებიანობა” აფხაზეთში და საქართველო-რუსეთის ფარული მოლაპარაკება
- "ზურაბიშვილის სარჩელს პარლამენტის სხდომის შეფერხება არ შეუძლია, იმდენად უსაფუძვლო და ტუტუცურია" - გია ვოლსკი
- "ნუ ეძახით კობახიძეს პრემიერს და „მთავრობას“ მთავრობას" - მიხეილ სააკაშვილი