იხურება თუ არა ბაღები და სკოლები - მინისტრის მოადგილის განცხადება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, თუ ეპიდვითარებიდან გამომდინარე უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ქვეყანაში სკოლები და ბაღები არ დაიხურება.
"ბაღების და სკოლების რისკი მაღალია ეპიდემიის გავრცელების შემთხვევაში, თუმცა, დახურვის გადაწყვეტილება არის ძალიან რთული. ამდენად, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დადგება, ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი გაგრძელდება აქტიური ტესტირების და სხვა წესების დაცვის ფონზე", - განაცხადა თამარ გაბუნიამ სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი
