რა ფორმით უნდა განახლდეს სასწავლო პროცესი - გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია
სკოლებში სწავლა ონლაინ-რეჟიმში უნდა დაიწყოს. ბავშვების საკლასო ოთახებში ყოფნა მინიმუმ, პირველ ნოემბრამდე უნდა გადავადდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკლასო ოთახებში მოსწავლეების მხოლოდ 30 პროცენტი უნდა დაუშვან.
„კარგი იქნება, ეს სასწავლო წელი ახლავე თუ დაიგეგმება ისე, რომ შერეულ სწავლებაზე გადავიდეს. შარშანდელი შეცდომები იქნეს გათვალისწინებული. სკოლაში ბავშვების 30%-ზე მეტი არ უნდა იყოს დაშვებული. უნდა გაკეთდეს რამდენიმე ჯგუფი.
კერძო სკოლებს ვურჩევ – ახლავე დაიწყეთ ამაზე მუშაობა. ადრე თუ გვიან საჭირო გახდება“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.
სიახლეები
- ,,უკრაინა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა ''- ზელენსკი
- “მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა'' – ვოლსკი
- რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება
- ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა
- ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
