ბავშვებს, რომელთაც 6 წლის ასაკი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ
ბავშვებს, რომელთაც 6 წლის ასაკი 1-ელ ოქტომბრამდე უსრულდებათ, სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნებათ.
ამ მიმართულებით “ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი მუშაობს. კანონის პროექტი პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება.
ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელია. არსებული კანონი 6 წლამდე ასაკის ბავშვებს სკოლაში სწავლის დაწყების შესაძლებლობას არ აძლევს.
საკანონმდებლო ინიციატივის გათვალისწინებით, რომელიც პარლამენტში ჯერ ინიცირებული არ არის, სწავლის დაწება შეეძლებათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი 30 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ.
სიახლეები
- ,,უკრაინა აღდგომის პერიოდში ცეცხლის შეწყვეტისთვის მზადაა ''- ზელენსკი
- “მცდელობა, რომ საპატრიარქოს რეიტინგი იყოს დაცემული, კრახით დამთავრდა'' – ვოლსკი
- რატომ მიიღო სემეკმა ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება
- ახლო აღმოსავლეთში რამდენიმე ასეული ამერიკელი სპეცრაზმელი ჩავიდა
- ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა
