ვინ არის პედაგოგი, რომელმაც პანდემიის ფონზე პირველი ონლაინ გაკვეთილები ჩაატარა?!
ეკა დარჩია, ოზურგეთის მეოთხე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგი.
იგი გურიის კოლორიტის როლანდი დარჩიას ქალიშვილია. მის ლამაზ და მრავალირცხოვან ოჯახს, მალე კიდევ ერთი ახალი წევრი შეემატება და ხუთგზის ბებია გახდება. მიუხედავად შვილიშვილებით დახუნძლული ოჯახური ტრადიციებისა, ეკა უახლესი მეთოდებით ზედმიწევნით ასრულებს მის მთავარ საქმეს - „ჩემიგაკვეთილიარარისადექი,მოყევი, დაჯექი,გააგრძელე. მუდმივად სიბრტყეზე კუთხის ძიებაში ვარ“. ასეთ სტრატეგიებს გვიმხელს გურული პედაგოგი, როგორც მას თავისმა პატარა ვარსკვლავებმა შეარქვეს - ეკაკო.
ჩვენ, მას შემდეგ დავუკავშირდით ეკა დარჩიას, როდესაც ტვ პირველის ეთერში ნინო არაზაშვილის გადააცემაში მისი ონლაინ გავკეთილები ვიხილეთ.
მოდით უფრო ახლოს გავიცნოთ ყველაზე თანამედროვე პედაგოგი, რომლის გურული ხასიათი, მის მყისიერად გადაწყვეტილ ონლაინ გაკევთილებშიც ნათლად დავინახეთ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ჩვენც ეკა დარჩიას “ონლაინ” ვეწვიეთ.
ქალბატონო ეკა მოდით თავიდან დავიწყოთ, როდესაც სულ პირველად შეხვედით კლასში?
პროფესიის არჩევას ჩემს პირველ პედაგოგს სუზანა გიორგაძეს ვუმადლი. ინსტიტუტის დამთავრებისთანავე პირველად 21 წლის შევედი პირველ კლასში. კარგად მახსოვს 1993 წლის 18 ოქტომბერი იყო. საკლასო ჟურნალი , რომ მომცეს 22 ბავშვის სახელითა და გვარით ასე მეგონა მართლა მათი ბედი მეჭირა ხელში. როდესაც გამოცხადდა დაწყებითი კლასების მასწავლებლების გამოცდა, პირველივე წელს გავხდი სერთიფიცირებული. მხოლოდ ერთი გამოცდა დამრჩა მენტორობამდე, წესით მომავალში უნდა ჩატარდეს და ჩემს პროფესიულ ზრდაში ყველა საფეხური გავლილი მექნება. მუდმივად ვმუშაობ საკუთარ თავთან, მაგრამ მთავარი ჩემს მუშაობაში არის ის, რომ ვეძებ, ვპოულობ, მოვარგებ, მოვირგებ, ჩემეულს შევიტან.
ფაქტია რომ ძალიან კრეატიული და ინოვაციური მიდგომები გაქვთ, ჩვენც ამიტომაც გამოგარჩიეთ სხვებისგან, თქვენ დღეს უკვე სხვების მაგალითი ხართ. როგორ ახერხებთ და ასწრებთ ამდენს?
ძალიან დიდი მადლობა თქვენ, ასევე მადლიერი ვარ ქალბატონ ნინო არაზაშვილის, რომ შეგვამჩნია მე და ჩემი ბავშვები. ბედნიერი ვიქნები თუ სხვებისთვისაც კარგი მაგალითი გავხდებით.
ამდენი თბილი სიტყვის, შეხმიანებითა და გაზიარებებით მართლა გული გამითბა ამ დაძაბულ დროს.
ვცდილობ ისეთი პროქტები განვახორციელო, რომელიც დღევანდელ პრობლემებზეა ორიენტირებული, არის სიახლე და ინოვაციური. უნდა ავღნიშნო, რომ პროექტების განხორციელებაში ძალიან მიწყობს ხელს ჩემი სკოლის დირექტორი ბატონი ტარიელ კალანდაძე და სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა ძლიერი გუნდი, მათთან მუშაობა, ძალიან სასიამოვნოა. ჩემს კლასებში ძალიან მაღალია მშობელთა ჩართულობის დონე. ჩვენ თითქმის ყოველდღიური და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს. ბუნებრივია ეს უფრო მეტ ძალას მაძლევს მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში.
ეკა გვითხარით როგორი იყო თქვენი პირველი ონლაინ გაკვეთილი კადრში და კადრს მიღმა?
ჩემი მოტივაციის მთავარი დანიშნულება იყო მეპოვა გზა, ბავშვებთან მისასვლელად. რამდენიმე წუთით მიიეღოთ ჩემგან ინსტრუქციები და ასეთ დროს თავი მარტოდ არ ეგრძნოთ. ფეისბუქზე დახურული ჯგუფი, მაშინ შევქმენი, როცა ეს კლასი ავიყვანე. აქ ვანთავსებდი ჩემ მიერ შექმნილ რესურსებს, საგანმანათლებლო რესურსებს, ვებინარებს. გვერდის შექმნის საჭიროება გადამაწყვეტინა საზღვარგარეთ მყოფმა დედიკოებმა. ამ გვერდის საშუალებით ისინი იღებდნენ ინფორმაციას ყოველდღიურად ეკაკოს კლასიდან, რაც მათ ეხმარებოდათ, იმაში, თუ როგორ უნდა დახმარებოდნენ შვილებს.
ბავშვების რეაქცია როგორი იყო რედესაც მასწავლებელი სახლიდან უხსნიდა გაკვეთილს?
თქვენ ვერ წამოიდგენთ, პირველი ონლაინ გაკვეთილი როგორი ემოცია და ოვაცია იყო, როდესაც საკლასო ოთახის ნაცვლად ეგრედ წოდებული „საკლასო ეკრანი“ შეიქმნა. უცებ სულ სხვა სივცეში გადავინაცვლეთ. არ მავიწყდება ბავშვების ინტერესით დაჭყეტილი დიდრონი თვალები, ერთმანეთს მონატრებულები, როგორი ემოციით ესაუბრებოდნენ ერთმანეთს. ყველაფერი ბევრად უშუალო იყო. ბავშვებთან ერთად ცნობისმოყვარე მშობლებიც ჩაგვერთნენ სამზარეულოებიდან და პირველივე დღეს ძალიან გავერთეთ. შემდეგი გაკვეთილები კორონა ვისუსთან ბრძოლის ხერხებს ეხებოდა, ასე ვაგრძელდებთ დღემდე, მივყვებით პროგრამას.
მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად მივეჩვიეთ ონლაინ გაკვეთილებს და ბავშვებიც ძალიან მოტივირებულნი არიან, რადგან მათვის ეს ჯერ კიდევ სიახლეა და მოსწონთ, მე მაინც საკლასო ოთხში მირჩევნია. მთავარი ონლაინ გამოწვევაში ტექნიკური გამართულობაა, რაშიც მშობლები მეხმარებიან. ვფიქრობ, დისტანციური სწავლება 21-ე საუკუნის მომავალია. მე კი მუდმივად გამოწვევები არ მასვენებს, უნდა წავიღო, დავნერგო და განვავითარო.
ყველაზე დიდი აღიარება, რომელ პროექტს მოჰყვა?
გამოვყოფდი პერფორმანს „მე შენი სულის მეციხოვნე ვარ“, ეს პროექტი ძალიან სახალისო, შინაარსიანი და ამავედროს ძალიან სენსიტიური დარჩა. სამი თაობა იყო გაერთიანებული - შვილები, დედები მამები და ბებია ბაბუები. მოკლედ რომ გითხრათ თაობები სინქრონში ცეკვავდნენ, ან მღეროდნენ, ბებია-ბაბუები საკუთარ ლექსებს კითხულობდნენ ან რაიმე მხატვრულ ნომერს ასრულებდნენ. პროექტი ძალიან გულწრფელი ემოციით იყო სავსე. იყო ასევე სხვა ბევრი ინოვაციური პლათფორმები, რომლებიც ასევე ძალიან კარგად შეასრულეს ბავშევბმა და საკმაოდ კარგად მიიღო საზოგადოებამაც.
ეკა კიდევ რა სიახლეებს გეგმავთ მომავალში, როდესაც ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება განათლების სისტემა?
დიდი იმედი მაქვს ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობა მალე დასრულდება, ჩვენი მოქალაქეები გამოჯანმრთელდებიან და ჩვენც მოგვეცემა ხალისი და საშუალება გავაგრძელოთ ჩვენი საქმე. კიდევ კარგი იდეები მაქვს, თუმცა შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე ისინი ჯერ უჯრის ტყვეებია, მალე გამოვიტან სამზეურზე და აუცილებლად ჩაგაყენებთ საქმის კურსში.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო