"ალყა ოთხივე მხრიდან" - უნდა დაუჭიროს თუ არა თურქეთმა მხარი საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანებას
თურქეთის ქემალისტური პარტიის გაზეთ „ჯუმჰურიეთ“-ის («Gumhuriyet») 5 ივნისის ნომერში გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მხარი უნდა დაუჭიროს თუ არა თურქეთმა ნატოს წევრებად საქართველოსა და უკრაინის მიღებას?“, რომელშიც განხილულია ნატოსა და აშშ-ის ანტითურქული როლი თანამედროვე ეტაპზე. პუბლიკაციაში საუბარია აშშ-ის დაპირისპირებაზე რუსეთთან და ჩინეთთან, რისთვისაც ვაშინგტონი ნატოს იყენებს. ამერიკის ასეთი პოლიტიკა თურქეთისთვის არასასურველი და საზიანოც კი არის.
აქედან გამომდინარე, განა თურქეთი ნატოში უკრაინის და საქართველოში მიღების მომხრე უნდა იყოს? (ავტორი - ნეჯათ ესლენი).
გთავაზობთ სტატიის ქართულ თარგმანს:
„ამერიკის შეერთებული შტატებს მსოფლიო ლიდერობის შენარჩუნება-განმტკიცება სურს. ამერიკის მმართველი ადმინისტრაცია თვლის, რომ მსოფლიოს ლიდერობა დამოკიდებულია იმ მსოფლიო წესრიგის მდგრადობაზე, რომელიც ვაშინგტონმა II მსოფლიო ომის შემდეგ შექმნა და რომელიც თავისუფალ ვაჭრობასა და ლიბერალურ ეკონომიკურ სისტემას ეფუძნება. აშშ-ის მიერ II მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ერთ-ერთ ინსტიტუტს ჩრდილოატალანტიკური ორგანიზაცია (ნატო) წარმოადგენს, რომელიც უპირატესად ამერიკის ინტერესების დაცვას ემსახურება.
ამერიკა ჩინური „ერთი გზა - ერთი სარტყელის“ წინააღმდეგ
ჩინეთი ამერიკის ადმინისტრაცია ჩინეთს და რუსეთს რევიზიონისტულ ძალებად თვლის, რომლებსაც ამჟამინდელი მსოფლიო წესრიგის შეცვლა უნდათ და, შესაბამისად, ორივეს აშშ-ის წინააღმდეგ მიმართულ საფრთხედ განიხილავს.
ჩინეთს ბოლო 35-40 წლის განმავლობაში განხორციელებული ეკონომიკური გარღვევის შედეგად მსოფლიო ლიდერობაზე აქვს პრეტენზია. ჩინეთის მხრიდან ამ სტატუსის მიღწევა დამოკიდებულია პეკინის მიერ ინიცირებული მეგაპროექტის „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ წარმატებაზე.
21-ე საუკუნეში ხელისუფლებისათვის გლობალური ბრძოლა ერთი მხრივ, აშშ-სა და მეორე მხრივ - ჩინეთ-რუსეთს შორის არის გაშლილი.
ჩინეთი და რუსეთი, რომლებიც თვალწინ ამერიკულ საფრთხეს ხედავენ, ერთმანეთს სულ უფრო მეტად უახლოვდებიან. დროთა განმავლობაში, აშშ-ის წინააღმდეგ ჩინეთ-რუსეთის ბლოკის შექმნასთან ერთად, მსოფლიო წესრიგი შეიძლება ბიპოლარულად გადაიქცეს.
აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევასთან ერთად ამერიკის გეოსტრატეგიული სვლები ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ უფრო ინტენსიური გახდა.
აშშ ცდილობს ჩინეთს ალყა შემოარტყას და შეაჩეროს: აღმოსავლეთში - სამხრეთ ჩინეთის ზღვიდან და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონიდან, საიდანაც ჩინეთი მსოფლიო ოკეანეში გადის და სადაც პეკინის ინიციატივის „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ ორიდან ერთ-ერთი ძირითადი ღერძი მოქმედებს, დასავლეთში კი - ცენტრალური აზიიდან, საიდანაც ჩინეთი ხმელეთის გზით ევროპას უკავშირდება.
პენტაგონის სურვილი - შექმნას სამხედრო ობიექტები ყაზახეთში, უზბეკეთში, ტაჯიკეთსა და თურქმენეთში - გამიზნულია ამ სახმელეთო ღერძის მოქმედებაში ჩინური ინიციატივის ხელის შეშლაზე. თუ ცენტრალურ აზიაში სამხედრო ობიექტები ექნება, აშშ გავლენას მოახდენს „ერთი გზა - ერთი სარტყლის“ აღმოსავლეთ თურქესტანში გასვლაზე. ის ზემოქმედებას განახორციელებს ცენტრალური აზიიდან ჩრდილოეთით, რუსეთზე გასვლის შესაძლებლობაზეც.
რატომ სურს აშშ-ს საქართვლოსა და უკრაინის ნატოში მიღება?
აშშ-ის ძალისხმევა რუსეთის გარსშემორტყმის მიზნით გაგრძელდება „ბალტიის ქვეყნები - პოლონეთი - რუმინეთი - შავი ზღვის“ ხაზზეც.
ამერიკას უნდა, რომ რუსეთის გარსშემორტყმის ამ ხაზში, ბელარუსის ნაცვლად, უკრაინა და საქართველო ჩართოს, მათი ნატოში მიღების შემდეგ. ვაშინგტონს განზრახული აქვს შავი ზღვის აკვატორიის გაკონტროლება რუსეთის მეზობლების დახმარებით. ნატო აქაც რუსეთის უშუალო მეზობელი ხდება.
რუსეთის ალყაში მოქცევის ხაზი, ბალტიის ქვეყნების, უკრაინის, შავი ზღვისა და საქართველოს ჩათვლით, შეიძლება გაგრძელდეს ცენტრალური აზიისაკენ, ამ რეგიონის ქვეყნებში აშშ-ის სამხედრო ობიექტების არსებობის წყალობით.
თუ უკრაინა და საქართველოს ნატოს წევრები გახდებიან, შავი ზღვა ნატოს კონტროლის ქვეშ გადავა და შესაბამისად, სრუტეების შესახებ მონტრეს კონვენციის მნიშვნელობა გაიზრდება.
თურქეთი ალყაში: თბილისი და კიევი ვაშინგტონის გეგმებში
თურქეთი უსაფრთხოების მიმართ მუქარები ატლანტიკიდან მოდის. ნატომ პრიორიტეტები შეცვალა და ფსონი სირიაზე დადო, ქურთისტანის მუშთა პარტიის (ქმკ) სახელმწიფოს შექმნისაკენ. ეს არის ამერიკულ-ებრაული პროექტი. ამიტომაც ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ ქურთისტანის მუშათა პარტია ხერხემალში გადავამტვრიეთ, უსარგებლოა. მათ სახელწოდება შეიცვალეს (პარტია „დემოკრატიული კავშირი“) და სირიაში, აშშ-ის მხრიდან გაწეული დახმარებით, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევენ თავიანთ მიზნებს.
ამჟამად ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ჩვენი ბრძოლის არენას სირიის ტერიტორია წარმოადგენს. „ქურთ მუშებთან“ ბრძოლის დროს ჩვენ საქმე უპირველესად აშშ-სთან გვაქვს, კულისებში კი - ისრაელთან. ქურთებთან ბრძოლა დიდი ხანია გასცდა ტერორიზმის ჩარჩოების ბრძოლას. ეს არ არის მათი გაუვნებლყობის ან ნეიტრალიზების პრობლემა, საკითხი ეხება ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური ცვლილების პროექტს. ვისაც სურს გაიგოს, რა არის ქმკ, სირიას შეხედოს, სადაც მათ დიდი ამბიციები გაუჩნდათ.
ატლანტიკური სტრუქტურა ეწინააღმდეგება თურქეთის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში, კვიპროსზე, ეგეოსის ზღვაში
თურქეთი ატლანტიკურ სტრუქტურის წევრი კი არის, მაგრამ მის ზოგიერთ წევრთან და ხელმძღვანელობასთან არცთუსასიამოვნო ურთიერთობა აქვს. თურქეთი დღეს ამერიკული სამხედრო ყოფნით თითქმის ყოველი მხრიდან არის გარსშემორტყმული - ახლო აღმოსავლეთიდან, ერაყიდან, სირიიდან, საბერძნეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან... და თუ ნატოში უკრაინაც და საქართველოც გაწევრდებიან, მაშინ ანკარა ამერიკულ ალყას ოთხივე მხრიდან მიიღებს - სამხრეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან.
ეპილოგი
ასეთ სიტუციაში კრიტიკული კითხვები შემდეგნაირად გამოიხატება: შეესაბამება თუ არა უკრაინისა და საქართველოს ნატოს წევრად მიღება თურქეთის ინტერესებს უსაფრთხოების სფეროში? უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი თურქეთმა ამ ორი ქვეყნის ალიანსში მიღებას?
დღეისათვის თურქეთს ორი პრიორიტეტული სტრატეგიული ამოცანა აქვს: პირველი და უპირატესი - ჰქონდეს უსაფრთხო „საშინაო ფრონტი“ საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერით და მეორე - რეალურად შეაფასოს გარე საფრთხეები და დროულად მოახდინოს ადაპტაცია იმ მსოფლიო წესრიგისადმი, რომელიც ახლა ყალიბდება.
ნათქვამია - „ბრძენი ადამიანები არამარტო დღევანდელ დღეზე ფიქრობენ, არამედ ხვალინდელზეცო“. ეს უნდა გავითვალისწინოთ.
წყაროები: https://inosmi.ru/politic/20210604/249863368.html
მოამზადა - სიმონ კილაძემ
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო