ვინ შევა „სხვა გზით“ პოსტ-ამერიკულ ავღანეთში - რას წერს უკრაინული გამოცემა

უკრაინული გამოცემა „გლავრედი“ («ГлавРед») სტატიაში „პოსტ-ამერიკული ავღანეთი: როგორ მოახერხეს თალიბებმა ქაბულის მშვიდობიანად დაკავება“ (ავტორი - ილია კუსა, პოლიტოლოგი).

„ქვეყნის პრეზიდენტმა აშრაფ განიმ ავღანეთი დატოვა და ტაჯიკეთში გაიქცა. მას თან გაჰყვა ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი. „გერათის ლომად“ წოდებულ ცნობილ ისმაილ ხანს პირადმა დაცვამ უმუხთლა - ღამით თავიანთი პატრონი თალიბებს ჩააბარეს.

 

ავღანეთში არავინ გამოჩნდა ისეთი, რომ აჰმად შახ მასუდივით ანტიტალიბურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგებოდა (იგი 1996 წელს მოკლეს). ისე, კაცმა რომ თქვას, ქვეყანაში რცკი იგრძნობოდა თალიბთა შეტევის შეჩერების მცდელობა. ქალაქების დაცვა ძალიან ცუდად იყო ორგანიზებული.

 

პრეზიდენტი აშრაფ განი ასეთი როლისთვის შეუფერებელი კაცი იყო. იგი ავღანეთში მაინცდამაინც დიდი პატივისცემით არ სარგებლობდა, ცდილობდა ყველა ხერხით შეენარჩუნებინა ხელისუფლება, რაც რეგიონულ ელიტებთან, მთავრობის წევრებთან და ეთნიკურ უმცირესობებთან  კონფლიქტებს იწვევდა. და როცა დადგა „იქს საათი“, იგი კანონზომიერად მიატოვეს და პირისპირ დატოვეს „თალიბანთან“.

 

ქაბულში ძალაუფლების მშვიდობიანად ხელში ჩაგდება თალიბებისთვის ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მათი საერთაშორისო ლეგიტიმიზაციისათვის. ფაქტიურად მათ დასავლეთთან მიცემული პირობა შეასრულეს - ქაბულის შტურმი არ განახორციელეს და ქალაქში შეტევის გარეშე შევიდნენ. თუ გამართლდება ის პროგნოზებიც, რომელთა თანახმად, დროებითი მთავრობის მეთაურად თალიბებმა აშშ-ის მოქალაქე აჰმად ალი ჯალილი უნდა დანიშნონო, ეს ძალიან ლამაზი მანევრია, რომელმაც გარეგნულად ხელისუფლების გადაცემის ერთგვარი „დემოკრატიული სახე“ უნდა უზრუნველყოს. არის კიდევ ერთი ლიდერი აბდელ-განი ბარადარი, რომელიც თალიბების პოლიტიკური ფრთის ზომიერ წარმომადგენელია და ამერიკელებთან კონტაქტები აქვს - იგი მოლაპარაკებას აწარმოებდა რუსეთთანაც, ირანთან, ჩინეთთან, პაკისტანთან და თურქეთთან.

 

აი, ასე ნელ-ნელა აშკარა ხდება, თუ როგორ ჩატარდა „ქაბულის ოპერაცია“, - სიტუაცია მეტ-ნაკლებად მშვიდად გამოიყურება.

 

ვერ ვიტყვი, რომ ამერიკამ სტრატეგიულ პერსპექტივაში რაღაც წააგო. რასკვირველია, ვაშინგტონმა საკმაოდ ძლიერი რეპუტაციული და იმიჯური დარტყმა მიიღო - ვერ უზრუნველყო ჯარების ნორმალური გამოყვანა და ობიექტურად ვერ შეაფასა „თალიბანის“ სამხედრო ძლიერება.... მაგრამ რეალური დანაკარგები გლობალური მასშტაბით - ეს უკვე ანალიზის საგანია მოგვიანებით, როცა ცნობილი გახდება, თუ ვინ შევა „სხვა გზით“ პოსტ-ამერიკულ ავღანეთში და იქ ხანგრძლივად დარჩება.

 

ჯერჯერობით ყველაზე მომგებიან სასტარტო პოზიციებზე იმყოფებიან ჩინეთი, პაკისტანი და ირანი. ავღანეთის ზღურბლზე დგანან რუსეთიც და თურქეთიც, მაგრამ მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ გასარკვევი თალიბების ახალ ხელისუფლებასთან (თანაც რუსეთში თალიბების მოძრაობა კანონმდებლობით აკრძალულია).

 

ინდოეთსა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს ამ მხრივ სიტუაცია არცთუ ისე კარგი აქვთ - დიდი რისკები არსებობს უსაფრთხოების საკითხებში. ამის გამო ისინი იძულებულნი იქნებიან რომელიმე სიმძიმის ცენტრს მიუერთდნენ (ვაშინგტონს, მოსკოვს, პეკინს, თეირანს ან ანკარას), რომლებიც მათთვის თალიბანთან კონტაქტებში უსაფრთხოების ეფექტური გარანტები გახდებიან.

 

წყარო

წაკითხვა 661 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.