2025 წლის 9 თვეში ავტოსაგზაო შემთხვევებს 345 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2025 წლის პირველ 9 თვეში 4 480 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავტოავარიებში იანვრიდან სექტემბრამდე 345 ადამიანი დაიღუპა და 6 041 დაშავდა. დაღუპულთაგან 112 ქვეითად მოსიარულე იყო, 35 - ბავშვი.
ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევების 26%, ანუ 1990 შემთხვევა, თბილისში მოხდა. დედაქალაქში ავარიების მსხვერპლთა რიცხვი 73-ია.
რეგიონებიდან ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა იყო აჭარაში, სადაც 499 ავარიას 46 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
შსს-ს მონაცემების მიხედვით, ქვეითად მოსიარულეზე [1385 შემთხვევა, 112 გარდაცვლილი, 1246 დაშავებული] ავტომობილის შეჯახების შემთხვევების რაოდენობა ორჯერ აღემატება ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობას მოტოციკლის მონაწილეობით (748 შემთხვევა, 20 გარდაცვლილი, 713 დაშავებული).
ოფიციალური სტატისტიკით, ავტოსაგზაო შემთხვევების მსხვერპლები უფრო ხშირად ხდებიან კაცები, ვიდრე ქალები - 2025 წლის პირველ 9 თვეში ავარიებში დაიღუპა 271 კაცი და 74 ქალი.
ევროკავშირის ქვეყნებში მილიონ მოსახლეზე საშუალოდ 44 გარდაცვლილი მოდის, საქართველოში - 129, ანუ სამჯერ მეტი.
სიახლეები
- კაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ქალი მოკლა
- 2-წლიანი დაკავება და მუდმივი აკრძალვა – ევროკავშირმა მიგრანტების დეპორტაციის ახალი წესები დაამტკიცა
- გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, დემეტრე ჩიქოვანს 9,9 წლით, ანი ნასყიდაშვილს კი 5,3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- რუსთავში, მდინარე მტკვარში 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს
- რა ცვლილებებია ქუთაისსა და ფოთში მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე
