ტენერიფეს კუნძულზე ძლიერი შტორმის შედეგად ტურისტები დაიღუპნენ
ესპანეთში, კანარის კუნძულ ტენერიფეზე ძლიერი შტორმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა, მას შემდეგ რაც ტურისტებმა ხელისუფლების გაფრთხილებები უგულებელყვეს და სანაპიროსთან მიახლოება სცადეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ტალღების სიმაღლე ოთხ მეტრს აღემატებოდა.
ოფიციალური წყაროების თქმით, დაღუპულებს შორის უცხოელი ტურისტებიც არიან.
სამაშველო სამსახურებმა შტორმის გამო საგანგებო რეჟიმი გამოაცხადეს და მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ ზღვისპირა ზონებში გადაადგილებისგან.
ესპანეთის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ძლიერი ქარი და ტალღები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.
სიახლეები
- სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს
- იტალიაში სიცხემ ელექტროენერგიის პრობლემები შექმნა
- რუმინეთში რუსული დრონი ჩამოვარდა
- ქუთაისში „ფუდ გალერიდან” აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია
- ,,ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო"- რომან გოცირიძე
