ქვეყნების მეოთხედში განათლების სისტემა კოლაფსის პირასაა - The Guardian
კორონავირუსის პანდემიისა და კლიმატის კრიზისის გამო, ასობით მილიონი ბავშვის განათლება ძაფზე კიდია. ამის შესახებ გამოცემა The Guardian წერს.
საერთაშორისო ორგანიზაციის, Save the Children-ის ცნობით, ქვეყნების ერთ მეოთხედში განათლების სისტემა კოლაფსის პირასაა. მათ შორის, განსაკუთრებით რთული ვითარებაა აფრიკის რეგიონში.
გაერო-ს შეფასებით, პირველად ისტორიაში, პანდემიის პერიოდში სკოლაში 1,5 მილიარდი ბავშვი არ დადიოდა, რომელთა ერთ მესამედს ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, რის გამოც დისტანციურადაც ვერ სწვალობდნენ.
მსოფლიო პანდემიასთან ერთად სხვა კრიზისების წინაშეც დგას. მათ შორისაა უკიდურესი სიღარიბე, კლიმატიც ცვლილებები. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ კრიზისების ერთობლიობა აჩენს საფრთხეს, რომ განათლების გარეშე „მთელი თაობა“ დარჩება.
Save the Children-ის ანგარიშით, რვა ქვეყანას აქვს სასკოლო სისტემა „უკიდურესი რისკის ქვეშ დგას“, მათ შორის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ნიგერიის და სომალის ყველაზე დაუცველად მიიჩნევა, ავღანეთი კი მჭიდროდ ჩამორჩება სხვა დანარჩენებს.
ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, ანგარიშში დასახელებულია კიდევ 40 სახელმწიფო, რომელთა განათლების სისტემას ასევე ემუქრება საფრთხე. მათ შორის მოხვდა იემენი, ბურკინა-ფასო, ინდოეთი, ფილიპინები და ბანგლადეში.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
