"ბრაზი ყველაზე უსარგებლო ემოციაა, რომელიც ტვინსაც ანგრევს და გულსაც ზიანს აყენებს" - სტივენ კინგი
1947 წლის 21 სექტემბერს მწერალი სტივენ კინგი, მეტსახელად „საშინელებათა მეფე“ დაიბადა.
მწერალი დღეს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ავტორად ითვლება, რომელმაც 50-ზე მეტი რომანი და 200-მდე მოთხრობა შექმნა, მაგრამ თავის დროზე პრაქტიკულად გადარჩენისთვის იბრძოდა, რადგან რედაქტორები უარს ამბობდნენ მისი უცნაური ისტორიების გამოქვეყნებაზე. ის ერთნაირი ოსტატობით მუშაობს ისეთ ლიტერატურულ ჟანრებში, როგორებიცაა საშინელებათა ჟანრი, ტრილერი, ფენტეზი, მისტიკა და დრამა.
მთელ მსოფლიოში მისი წიგნების 350 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული, რომლებზეც გადაღებულია მხატვრული ფილმები, სატელევიზიო დადგმები, შექმნილია კომიქსები.
გთავაზობთ სტივენ კინგის გამონათქვამებს:
- შენ მაშინ შეწყვიტე მონსტრების საწოლქვეშ ძებნა, როდესაც მიხვდი, რომ ისინი შენში ცხოვრობენ
- გადარჩენის უნარი არ ითვალისწინებს ზრდილობას და მუდმივად ბოდიშის მოხდას.
- თუ ტყუილში გამოგიჭირეს, ნუ მოგერიდება უკან დახევა და ნახევრად სიმართქლის თქმა.
- ყოველთვის შეიძლება აწმყოს გაუმჯობესება წარსულის გააზრებით.
- თუ შიშის სიტყვებით გადმოცემა არ შეიძლება, მაშინ ის უძლეველია.
- ბრაზი – ყველაზე უსარგებლო ემოციაა, რომელიც ტვინსაც ანგრევს და გულსაც ზიანს აყენებს.
- ადამიანი, რომელმაც ნამდვილი ტრაგედია განიცადა, არავის თანაგრძნობა არ სჭირდება.
- მოვლენები ბევრად ნათელი ხდება, როცა ყველაფერი წარსულში რჩება.
- მომავლიდან მხოლოდ წარსულში შეიძლება გაქცევა.
- სანამ ბავშვი ხარ, სიცოცხლეს სწავლობ, როცა იზრდები – სიკვდილის გაგებას ცდილობ.
- ბრიყვთან დიალოგის ერთადერთი საშუალება – დუმილის შენარჩუნებაა.
- ადამიანი ისე მიეჩვია ყველაფერში ბოროტების და ვერაგობის პოვნას, რომ თუ ვერ იპოვა, თვითონ მოიგონებს.
- იღბალი ბრიყვებისთვისაა, რადგან მხოლოდ მის იმედზე არიან.
- რთულია შეეგუო აზრს, რომ სახე, რომელიც გიყვარდა, სინამდვილეში ნიღაბი აღმოჩნდა.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა