"უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას ვგმობ"
მკაცრად ვგმობ უკრაინის მთავრობის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია აღნიშნული.
მისივე თქმით, ნატო წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობს უკრაინასთან მისი კიბერთავდაცვის გასაძლიერებლად.
„ნატო-ს კიბერექსპერტები ბრიუსელში უკრაინელ კოლეგებს უზიარებდნენ ინფორმაციას მიმდინარე მავნე კიბერ აქტივობების შესახებ. უახლოეს დღეებში ნატო და უკრაინა ხელს მოაწერენ შეთანხმებას კიბერთანამშრომლობის გაძლიერების შესახებ. ნატო-ს ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაგრძელდება,“- აცხადებს სტოლტენბერგი.
შეგახსენებთ, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ“.
მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორისაა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.
სიახლეები
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი პირველი აპრილიდან
- ზოდიაქოს 5 იღბლიანი ნიშანი - ნახეთ, ვის გაუმართლებს აპრილში
- ქუთაისის აეროპორტში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩინეს
