"ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი გსურთ"
ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, არ სჯერა, რომ რუს ხალხს უკრაინასთან ომი სურს.
„ამერიკის შეერთებული შტატები და ნატო არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის, უკრაინა არ ემუქრება რუსეთს. აშშ-ს და ნატო-ს არ აქვთ რაკეტები უკრაინაში და არც გვაქვს გეგმაში მათი იქ განთავსება. ჩვენ არ გვყავს სამიზნეში ამოღებული რუსი ხალხი. ჩვენ არ ვეძებთ რუსეთის დესტაბილიზაციას. რუსეთის მოქალაქეებს მივმართავ: ჩვენ არ ვართ თქვენი მტერი, არ მჯერა, რომ უკრაინის წინააღმდეგ სისხლიანი, დესტრუქციული ომი გსურთ“, – განაცხადა ბაიდენმა.
მისი თქმით, რუსეთი თუ დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას.
„ეს უფრო მეტია, ვიდრე რუსეთი და უკრაინა, ეს ეხება იმის დაცვას, რისიც გვჯერა. ეს ეხება მომავალს, რომელიც გვინდა მსოფლიოსთვის, ეს ეხება ქვეყნების უფლებას, განსაზღვრონ საკუთარი ბედი, პრინციპებს რომ ქვეყანამ არ შეიძლება მეზობლის საზღვრები ძალის გამოყენებით შეცვალოს. ეს ჩვენი ხედვაა და მჯერა, ეს ხედვა და თავისუფლება გაიმარჯვებს. რუსეთი თუ დაარტყამს უკრაინას, ის მიიღებს ერთიან საერთაშორისო დაგმობას. მსოფლიო არ დაივიწყებს, რომ რუსეთმა აირჩია სიკვდილი და დესტრუქცია, ამერიკის და პარტნიორების პასუხი იქნება გადამწყვეტი. დღეს დასავლეთი არის ერთიანი, ნატო და მოკავშირეები არიან ერთიანი, როგორც არასდროს“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენმა აქვე აღნიშნა, რომ აშშ ერთგულია ნატო-ს წესდების და ალიანსის ერთ წევრზე თავდასხმა, ნატო-ს ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს.
„ამერიკის შეერთებული შტატები დაიცავს ნატო-ს ტერიტორიის ყველა ინჩს. ნატო-ს ერთ წევრზე თავდასხმა, ნატო-ს ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს. შეერთებული შტატების ერთგულება მეხუთე მუხლის მიმართ ხელშეუხებელია“, – აღნიშნა ბაიდენმა.
სიახლეები
- "ქუთაისს ქვეყნის საგანამანათლებლო ცენტრის სტატუსი ოდითგანვე აქვს და მისი განვითარება უნდა მოხდეს" - დავით ერემეიშვილი
- "რატომ მაინც და მაინც 4 ოქტომბერი აქციის დღე? ყოფილიყო 5 ან 6 ოქტომბერი, მაგრამ ეს დღე შეგნებულად ჩაუსვეს იმ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს" - პაატა ზაქარეიშვილი
- "ეუთოს დამკვირვებლების მოპატიჟება ნიშნავს იმას, რომ "ოცნება" ბევრად უფრო სტრატეგიულად აზროვნებს"- კახა გოგოლაშვილი
- "საქართველოს მოქალაქეებს მოვუწოდებთ, 4 ოქტომბერს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დავამხოთ და ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ანა წითლიძე
- "მსოფლიოს შეუძლია აიძულოს კრემლის დამნაშავეები, შეწყვიტონ მკვლელობები" - ვოლოდიმირ ზელენსკი