"კოვიდ-19“-ისგან დარჩენილი რისკების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს"
აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის დირექტორი ენტონი ფაუჩი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ისგან დარჩენილი რისკების მიუხედავად, დროა, აშშ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდე. ამის შესახებ ფაუჩიმ სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მედიასაშუალებასთან საუბრისას აშშ-ის წამყვანმა ინფექციონისტმა აღნიშნა, ქვეყანა რთული არჩევანის წინაშე დგას, როდესაც ცდილობს, დააბალანსოს მოქალაქეების ინფექციისგან დაცვის საჭიროება და პანდემიით გამოწვეული დაღლილობა.
მიმდინარე კვირაში აშშ-ის რამდენიმე შტატმა, მათ შორის ნიუ ჯერსიმ, ნიუ იორკმა, კალიფორნიამ, კონექტიკუტმა, დელავერმა და ორეგონმა განაცხადეს, რომ უახლოეს კვირებში სკოლებსა და სხვა საზოგადოებრივ ადგილებში პირბადის ტარების ვალდებულებას გააუქმებენ.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, პოზიტიური ტენდენციის მიუხედავად, აშშ-ში „კოვიდ-19“-ის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ მაღალია, ყოველდღიურად ქვეყანაში 2 200-მდე ადამიანი იღუპება, რომელთა უმეტესობა არავაქცინირებულია. ბოლო ერთ კვირაში ინფიცირების შემთხვევების საშუალო დღიურმა რაოდენობამ 147 ათასი შეადგინა, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 40%-ით ნაკლებია. ამავე პერიოდში ჰოსპიტალიზაცია 28%-ით არის შემცირებული.
სიახლეები
- "რუსეთი უარყოფს ცეცხლის შეწყვეტის მრავალრიცხოვან მოთხოვნას და ჯერ არ განუსაზღვრავს, როდის შეაჩერებს მკვლელობებს, ეს ართულებს ვითარებას" -ვოლოდიმირ ზელენსკი
- 17 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- "10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია" - გრიგოლ გეგელია
- რა დათმობაზე შეიძლება წავიდეს პუტინი - “თუ მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, ეს ტრამპისთვის პოლიტიკურად დამღუპველი იქნება”
- "პუტინი ჭკვიანი კაცია, კარგად ვუგებთ ერთმანეთს, შეიძლება, შეხვედრაზე რაღაცას მივაღწიოთ" - დონალდ ტრამპი