რუსეთს სანქციებს იაპონია და კანადაც უწესებენ
რუსეთს სანქციების უწესებენ იაპონია და კანადაც. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
იაპონიის მთავრობის განმარტებით, აიკრძალება იაპონიაში რუსული ობლიგაციების გამოშვება და გარკვეული ინდივიდების ანგარიშები გაიყინება. შავ სიაში შეყვანილი პირები ვერც იაპონიის ტერიტორიაზე შესვლას მოახერხებენ.
„რუსეთის ქმედებები ძალიან ნათლად აზიანებს უკრაინის სუვერენიტეტს და ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვაკრიტიკებთ ამ ნაბიჯებს და დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს, დაუბრუნდეს დიპლომატიურ გზას“, – განაცხადა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კუშიდამ.
იაპონიის პრემიერის თქმით, სანქციების დეტალები მუშავდება და უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
რაც შეეხება კანადას, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ სანქციების პირველი პაკეტის შესახებ გააკეთა განცხადება. მისი თქმით, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებთან შეწყდება ფინანსური საქმიანობა. მისივე თქმით, ასევე სანქციები დაუწესდებათ რუსეთის პარლამენტის იმ წევრებს, რომლებმაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებას დაუჭირეს მხარი.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
