"პუტინი იქნება საერთაშორისო არენიდან გაძევებული პიროვნება"

პუტინი იქნება საერთაშორისო არენიდან გაძევებული პიროვნება, ისტორიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის არჩევანი, აბსოლუტურად გაუმართლებელი ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს უფრო დაასუსტებს და უფრო გააძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

როგორც ჯო ბაიდენმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ხვალ მოწვეული იქნება ნატო-ს სამიტი, სადაც 30 მოკავშირე წევრი იქნება თავმოყრილი, სადაც გამოხატავენ სოლიდარობას და დაისახება შემდგომი ნაბიჯები, რათა გაძლიერდეს ალიანსის ყველა ასპექტი.

 

„360 მილიონი დოლარის თავდაცვის იარაღი მივაწოდეთ უკრაინას, კიდევ ერთხელ გეტყვით ჩვენი ძალები არ ჩაერთვებიან რუსეთთან კონფლიქტში უკრაინაში, ჩვენი ძალები უკრაინაში არ იბრძოლებენ, მაგრამ დაიცავენ ნატო-ს მოკავშირეებს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ რეგიონში. მე ნათლად განვაცხადე, რომ აშშ დაიცავს თითოეულ გოჯს თავისი ტერიტორიის, თუ თავისი მოკავშირეების ტერიტორიების. ჩვენ ვართ განსაკუთრებით შეკავშირებული, ვიდრე ოდესმე. არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ აშშ და ნატო-ს მოკავშირეები მეხუთე მუხლის თვალსაზრისით იმოქმედებენ, რაც ნიშნავს თავდასხმას ერთზე, ნიშნავს თავდასხმას ყველაზე. ჩვენ დამატებით ძალებს გადავისრვით პოლონეთსა და გერმანიაში, როგორც ჩვენი ვალდებულების ნაწილი. ჩვენი მოკავშირეები ნატო-ს დარჩენილი ნაწილი აძლიერებს ერთიანობას. რუსეთმა როდესაც დაიწყო თავის შეტევა, ნატო შეკავშირდა და მოახდინა აქტივაცია საპასუხო გეგმების, რაც ნატო-ს მაღალი მზაობის ჯარებს საშუალებას აძლევს იქნას გადასროლილი, იქ სადაც საჭიროა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დავიცვათ ჩვენი ევროპელი მოკავშირეები“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

მისივე თქმით, დამატებით ძალებს აგზავნის გერმანიაშია, როგორც ნატო-ს პასუხი და ეს ჯარები თავდაცვის დეპარტამენტის ბრძანებით იყვნენ მზაობის მდგომარეობაში კვირეეიბის განმავლობაში.

 

„ასევე ვამზადებთ დამატებით ზომებს ნატო-ს მოკავშირეების დაცვის თვალსაზრისით. ნატო გახლავთ მსოფლიოში უდიდესი ალიანსი. ასევე მზად ვართ, დავიცვათ ამერიკელი ოჯახები, ბიზნესები საწვავის ფასის ზრდის თვალსაზრისით ამერიკელმა კომპანიებმა არ უნდა გამოიყენონ ეს მომენტი, რომ აწიონ ფასები და მიიღონ შემოსავლები, ჩვენი სანქციების პაკეტები ენერგომიწოდების თვალსაზრისითაც მოქმედებს. ჩვენ ვმუშაობთ ნავთობის მწარმოებელ და მომხმარებელ ქვეყნებთან, რათა გლობალური ენერგომიწოდების ხაზები იყოს დაცული. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქვეყნებთან მსოფლიოს მასშტაბით, რათა მოხდეს გამოყენება ნავთობის სტრატეგიული რეზერვების. ჩვენ ასევე დამატებით მიწოდებს მოვახდენთ ნავთობისა. ჩვენ ვიცით, რომ ეს მძიმე დრო არის და მე ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამერიკელებმა არ იგრძნონ საწვავის ფასის მატება. აგრესიამ უპასუხოდ არ უნდა ჩაიაროს. თუ ეს ასე მოხდა, აშშ-ის მდგომარეობა გაცილებით უარესი იქნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ მშვიდობას, ჩვენ ეს ვართ. თუ რუსეთი ჩვენი კომპანიების წინააღმდეგ კიბერდარტყმებს განახორციელებს, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ. ჩვენ გავაძლიერებთ კიდებრდაცვას, გავაძლიერებთ უნარებს.

 

მე გუშინ ვესაუბრე ზელენსკის და დავარწმუნე, რომ აშშ თავის მოკავშირეებთან ერთად მხარს დაუჭერენ უკრაინას მის თავდაცვის ბრძოლებში. ჩვენ ჰუმანიტარულ დახმარებას გავუწევთ უკრაინას, რუსეთის პროპაგანდა ცდილობს, დახატოს ისე, თითქოს დიდ წარმატებას მიაღწია მათ მიერ გამოგონილ საფრთხესთან მიმართებაში. სტრატეგიულ ჩიხში შევა რუსეთის ოპერაცია. ჩვენ ხარს ვუჭერთ უკრაინის ხალხს, პუტინმა დიდი ტკივილი მიაყენა მათ. უკრაინელ ხალხს უკვე 30 წელია, აქვთ დამოუკიდებლობა და ისინი მუდამ აჩვენებენ, რომ არ მოითმენენ არავის, ვისაც სურს, რომ ქვეყანა უკან დააბრუნოს, ეს ძალიან საფრთხის შემცველი მომენტია ევროპისთვის. იმ პრინციპებზეა შეტევა, რომელზეც მსოფლიო მშვიდობა დგას“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

მისივე თქმით, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ რუსეთს სურს აღადგინოს რუსეთის იმპერია, ყველა საშუალებით, რომ შეცვალოს მსოფლიო ძალით.

 

„იმით, რომ პუტინმა აირჩია ომი. პუტინის ხაზი ძალიან მძიმე მომავალს უსახავს მსოფლიოს, მაგრამ ეს გახლავთ ხედვა, რომელსაც წინ აღუდგება აშშ და ყველა სხვა თავისუფალი სამყარო. ჩვენ უფრო ძლიერები, უფრო გაერთიანებულები და უფრო მიზანმიმართულები გამოვალთ. პუტინის აგრესია დაუჯდება მძიმე ფასად ეკონომიკურად, სტრატეგიულად, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ. პუტინი იქნება საერთაშორისო არენიდან გაძევებული პიროვნება. ისტორიაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ პუტინის არჩევანი, აბსოლუტურად გაუმართლებელი ომის დაწყება უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთს უფრო დაასუსტებს და უფრო გააძლიერებს დანარჩენ მსოფლიოს. დემოკრატია, ადამიანის ღირსება, ეს გახლავთ გაცილებით ძლიერი ძალები, ვიდრე ზეწოლა, წნეხი და ტირანები, როგორც პუტინია, მას ვერ ამოძირკვავს, ვერ წაშლის ადამიანების გულებიდან, ადამიანის ოცნებიდან დაშინების ქმედებით. ჩვენ ვხედავთ დემოკრატიასა და ავოტოკრატიას შორის ბრძოლას. თავისუფალი ნება გაიმარჯვებს. დარწმუნებული იყავით, ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას“, – განაცხადა ბაიდენმა.

 
წაკითხვა 517 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.