რა მოხდა კუნძულ „ზმეინი“-ზე დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით

გერმანულ გაზეთ „ველტ“-ში (Die Welt) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ჯარისკაცები თურმე ცოცხლები ყოფილან. რა მოხდა კუნძულ „ზმეინი“-ზე დაღუპულ გმირებთან დაკავშირებით“. პუბლიკაციაში გადმოცემულია იმ საკმაოდ გახმაურებული ფაქტის გარემოებები, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მომენტში შავი ზღვის აკვატორიაში არსებულ უკრაინის კუნძულ „ზმეინი“-ზე მოხდა.

„უკრაინელი მესაზღვრეები მტერს არ ჩაბარდნენ, მათ რადიოში ყველას გასაგონად რუსული ხომალდი „ერთ ადგილზე“ გაგზავნეს და სამშობლოს სიცოცხლე შესწირეს“ - ასეთი ამბავი გავრცელდა ჯერ სოციალურ ქსელებში, შემდეგ კი საერთაშორისო მასმედიაში. თუმცა შემდეგ ეჭვები გაჩნდა: შესაძლოა 13 უკრაინელი ჯარისკაცი არავის მოუკლავს?, - ასე იწყება გერმანული გაზეთის სტატია.

 

უკრაინის შავი ზღვის კუნძულ „ზმეინი“-ზე მომხდარი ფაქტი დასავლეთმა „სისხლიან დანაშაულად“ შერაცხა და ის მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, პრესა და რადიო-ტელევიზია უპირველეს ადგილს უთმობდა. მაგრამ განა სინამდვილეში ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა? ოფიციალური კიევის ვერსია ასე ჟღერს: „მას შემდეგ, რაც უკრაინელმა მესაზღვრეებმა რუსული სამხედრო ხომალდის ეკიპაჟს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართეს, რუსმა მეზღვაურებმა ყველა უკრაინელი მესაზღვრე დახოცეს. მანამდე რუსულმა ხომალდმა კუნძულის უკრაინულ გარნიზონს დანებება, მოსთხოვა, მაგრამ მათ უარი განაცხადეს. 13 მესაზღვრე დაიღუპა“, - განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანტონ გერაშენკომ, რომლის გამონათქვამი მსოფლიოს მასმედიამ გაავრცელა.

 

რა თქმა უნდა, უკრაინის მთავრობამ, სრულიად ოფიციალურად, მაღალ დონეზე შეაფასა დაღუპულთა მედგარი წინააღმდეგობა და ისინი გმირებად შერაცხა. ამის შესახებ პირველმა ბრიტანულმა გაზეთმა „გარდიან“-მა დაწერა და რა დასამალია, ჩვენც - „ველტ“’-მაც...

 

მაგრამ დიდი დრო არ გასულა და გარკვეული ეჭვები გაჩნდა იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამებოდა სინამდვილეს ეს ფართოდ გახმაურებული ისტორია, ყოველ შემთხვევაში, მისი სისხლიანი ფინალი, ანუ „გმირულად დაღუპვა“. იმავე „გარდიანმა“ სულ მალე გამოაქვეყნა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის განცხადება, რომლის თანახმად, შავი ზღვის კუნძულ „ზმმეინის“ ყველა დამცველი თურმე... [ტყვედ ჩაბარებულან და, შესაბამისად[, ცოცხლები გადარჩენილან. განცხადებაში აღიარებული იყო აგრეთვე, რომ ინფორმაცია მათი დაღუპვის თაობაზე ნაჩქარევად და გადაუმოწმებლად გავრცელდა, რადგან კუნძულთან კონტაქტი დაკარგული იყო. „ამჟამად კი უკვე გვაქვს კონკრეტული ცნობები, რომ მესაზღვრეები ცოცხლები და საღ-სალამათები არიან. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ბიჭები მალე სახლებში დაბრუნდებიან“.

 

კუნძულ „ზმეინი“-ზე ვითომდა დატრიალებული „სისხლიანი ტრაგედიის“ მიმართ, „გარდიანის“ გარდა, ეჭვები სხვა ბრიტანულ გაზეთებსაც გაუჩნდათ. „დეილი მაილმა“, მაგალითად, გამოაქვეყნა რუსული მასმედიის მიერ გავრცელებული ფოტოები, რომლებზეც ავტობუსში მსხდომი უკრაინელი ჯარისკაცები სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებიან.

 

შავ ზღვის კუნძული „ზმეინი“ უკრაინისა და რუმინეთის ნაპირებთან ახლოს მდებარეობს. რამდენიმე წლის წინ ორ ქვეყანას შორის საკმაოდ მწვავე ტერიტორიული დავა ატყდა, თუ ვის ეკუთვნოდა კუნძული. კიევსა და ბუქარესტს შორის სიტუაციის გამწვავება კონტინენტურ შელფზე ნავთობის აღმოჩენამ გამოიწვია. საბოლოდ, საერთაშორისო არბიტრაჟმა „ზმეინი“ უკრაინას მიაკუთვნა.

 

კუნძულთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალი შეიძლება ომის პირობებში მომხდარ გაურკვევლობას მივაწეროთ, მაგრამ ამ დღეებში უკრაინაში ნამდვილი გმირობა მართლაც მოხდა, როცა უკრაინელმა სამხედრო ინჟინერმა ვიტალი სკაკუნმა დავალება მიიღო სასწრაფოდ აეფეთქებინა ყირიმის ახლოს არსებული ერთ-ერთი ხიდი, რათა მასზე რუსულ ჯარს არ გაევლო. ინჟინერმა ხიდი კი დანაღმა, მაგრამ დამალვა ვეღარ მოასწრო და ხიდთან ერთად აფეთქდა. თავისი მოქმედებით ვიტალი სკაკუნმა საშუალება მისცა უკრაინის სამხედრო ქვედანაყოფს უკეთ მომზადებულიყო თავდაცვისათვის. თავგანწირული ინჟინერი სიკვდილის შემდეგ ორდენით დაჯილდოვდა.

 

წაკითხვა 564 ჯერ განახლდა განახლდა მარტი 02 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.