"რუსეთის მოსახლეობა ცდილობს თავს უშველოს და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის მიმართულებით გარბის"
"ამ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსეთის ყველა მოქალაქისათვის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, განსაკუთრებით მოსკოველებისათვის, რადგან დედაქალაქში ყველაფერია თავმოყრილი - მთავრობა, ფინანსები, დასავლეთთან კავშირები... მოკლედ, ეს უმწვავეს შოკს წარმოადგენს. ცხოვრება თითქოს გასკდა და მცირე ნაწილაკებად მიმოიფანტა. მოსახლეობა ცდილობს თავს უშველოს და საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის მიმართულებით გარბის,"- ამის შესახებ მაქსიმ შევჩენკომ აზერბაიჯანის ინტერნეტ-ტელეარხ Bacu TV- თან განაცხადა.
მისივე თქმით, ბაქოს მიმართულებით ბილეთები უკვე აღარ იყიდება, ერევნისა და სტამბოლის მიმართულებით უკვე 300 ათასი ბილეთია გაყიდული.
"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობამ სიმართლე არ იცოდეს, ხურავს მასმედიის საშუალებებს. რადიო „ეხო მოსკოვის“ დახურვა პირდაპირ შოკი იყო. როცა „გაზპრომი“ თავის ერთ-ერთ ძველ 32 წლის აქტივს ხურავს, ესე იგი, საქმე ცუდადაა და კიდევ უფრო უარესი იქნება. ჩვენ ახლა უეცრად 20 წლის წინანდელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით.
სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობა, მე ვიტყოდი, რომ შორს არის სრულყოფისაგან და მაგონებს 1994 წლის ჩეჩნეთის ოპერაციას, როცა საკონსტიტუციო წესრიგისა აღდგენისაკენ მიმართული ძალისხმევა გადაიქცა ბარბაროსულ, ველურ მოქმედებად, ქალაქების ნგრევად, უდიდესი რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის ხოცვად. მე მაინც იმედი მაქვს, რომ ეს ომი შეწყდება და რუსეთი უკრაინას რეპარაციას გადაუხდის განადგურებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად. თუმცა ჯერ-ჯერობით არავინ იცის, როგორ უნდა გამოვიდეთ შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან“, - აცხადებს შევჩენკო.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
