"კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად?"
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გააჟღერა მოთხოვნა უკრაინის თავზე საჰაერო სივრცის დახურვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა.
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ღამით ოკუპანტებმა სარაკეტო არტილერიიდან ნიკოლაევის საცხოვრებელ უბნებს, ხარკოვის საცხოვრებელ უბნებს და სხვა ქალაქებს დაარტყეს.
"მძევლად ჰყავთ ირპენის, ბუჩას, გოსტომელის და მრავალი სხვა ქალაქის და სოფლის მცხოვრებლები, რომელთა აღებაც ოკუპანტმა მოახერხა. დროებით - სანამ ამისთვის დაისჯებიან. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა იციან, როგორ გააკეთონ ეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ამასთან, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მტერი დაღლილი და დემორალიზებულია.
„ჩვენს მიწაზე მოვიდნენ იმის საძებნელად, რაც აქ არასდროს ყოფილა - სიმხდალის, მონობაზე თანხმობის. ნებისმიერ ნორმალურ ადამიანს ეშინია დამწვარი სახლების ყურების და ეს გასაგებია... რაკეტები, საჰაერო ბომბები, გრადები, ნაღმტყორცნები ხალხის წინააღმდეგ. შეგრძნება გაქვს, რომ თითქოს ეს სხვა ქვეყანაში ხდება. მაგრამ ეს ჩვენს ქვეყანაშია, რომელსაც ყოველთვის ყველაზე მეტად სურდა მშვიდობა", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ასევე იკითხა: "კიდევ რამდენი სიკვდილი და დანაკარგია საჭირო უკრაინის ცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
"რით განსხვავდებიან მშვიდობიანი მოქალაქეები ხარკოვში ან ნიკოლაევში ჰამბურგის ან ვენისგან? ჩვენ ველოდებით გადაწყვეტილებას - გაათავისუფლებთ ცას იმ ძალებით, რომელიც თქვენ გაქვთ, ან მოგვცემთ საბრძოლო თვითმფრინავებს და საჰაერო თავდაცვას, რომელიც მოგვცემს საჭირო ძალას. ეს არის ის დახმარება, რომელიც მსოფლიომ უნდა გაუწიოს არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საკუთარ თავს, რათა დაამტკიცოს, რომ კაცობრიობა გაიმარჯვებს, რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
