რა ვითარებაა უკრაინაში - უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადება
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით ადგილობრივი დროით, 06:00 საათის მონაცემებს ავრცელებს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, უკრაინის თავდაცვის ძალები თავდაცვით პოზიციებს იკავებენ და რუსულმა საოკუპაციო ძალებმა შეტევის ტემპი შეამცირეს.
„რუსეთის სამხედრო შეჭრის საპასუხოდ, უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მე-15 დღე დაიწყო. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის შეიარაღებული ძალების შეტევის შეკავებას დონეცკის, სლობოჟანსკისა და ტავრიჩესკის ოპერატიული რაიონების ნაწილებში. მიმდინარეობს ქალაქების – ხარკოვისა და ახტირკას თავდაცვა. ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით, მტრის წინსვლის აღსაკვეთად. ქალაქ მარიუპოლის ყოვლისმომცველი თავდაცვა გრძელდება“, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.
პარალელურად, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის გადაფარვას (გაკონტროლებას).
„სევერშჩინაში უკრაინის თავდაცვის ძალები ქალაქ ჩერნიგოვის თავდაცვას უზრუნველყოფენ. კიევის მიმართულებით მოწინააღმდეგის წინსვლის შესაჩერებლად ზომები მიიღება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
ამავდროულად, კიევის თავდაცვის ძალებისა და საშუალებების დაჯგუფება მუდმივ მზადყოფნაშია მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად, რომელიც საცეცხლე ზიანს აყენებს ოკუპანტების შემტევ ჯგუფებს და ამაგრებს გარკვეულ თავდაცვის ხაზებს. ასევე სამხრეთ მიმართულებით, მტერი შეკავებულია ქალაქების: კრივოი-როგის, ნიკოლაევის, ვოზნესენსკისა და ნოვოვორონცოვკის დასახლების (ხერსონის ოლქი) მიმართულებით. სხვა მიმართულებებით ჯარების დაჯგუფებები აწარმოებენ სტაბილიზაციის ოპერაციას და ასრულებენ ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებს.
ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფება იგერიებს სარაკეტო იერიშებს, დაბომბვებს და ანადგურებს მტრის საჰაერო თავდასხმის საშუალებებს, უზრუნველყოფს საჰაერო თავდაცვას უკრაინის მნიშვნელოვანი ობიექტებისა და ჯარების დაჯგუფებისთვის.
„მტერმა წინსვლა შეანელა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთის საოკუპაციო ძალების შეტევა უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას დაიწყო. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 9 მარტის მდგომარეობით, ომის დაწყებიდან 474 უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
