"უკრაინამ ოკუპანტების 13 000-მდე სამხედრო გაანადგურა"
უკრაინელმა სამხედროებმა, ომის 18 დღის განმავლობაში 13 ათასამდე რუსი ჯარისკაცი გაანადგურეს და ეს არის რუსეთის უდიდესი დანაკარგი, ვიდრე მას ჰქონდა ჩეჩნეთის ორი ომის განმავლობაში. ამის შესახებ უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც მის "ტელეგრამ" არხზე გამოქვეყნდა.
„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის, ფართომასშტაბიანი აგრესიის მეთვრამეტე დღეა. ამ 18 დღის განმავლობაში თითქმის 13 000 ათასამდე ოკუპანტია მოკლული. ეს უკვე მეტია ვიდრე ჩეჩნეთის ომი დროს. რუსეთმა დაკარგა ათასი ერთეული სამხედრო ტექნიკა, 74 თვითმფრინავი, 86 შვეულმფრენი. ჩვენ განვაგრძობთ თავდაცვას“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე განცხადებით, დღევანდელი დღის მთავარი ამოცანაა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდება მარიუპოლისთვის, საითაც კოლონა უკვე მიემართება.
„ჩვენი ჰუმანიტარული დახმარების კოლონა მარიუპოლიდან ორი საათის სავალზეა, სულ რაღაც 80 კილომეტრის დაშორებით. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ოკუპანტების წინააღმდეგობა გადავლახოთ, რომლებიც მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლებსაც ბლოკავენ, რომლებიც ჰუმანიტრულ ტვირთს მოყვებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისი თქმით, ტვირთი 100 ტონას შეადგენს, რაც მისი მოქალაქეების ძირითად მოთხოვნილებას წარმოადგენს.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
