ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილის თაობაზე განხილვა მიმდინარეობს
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკისა და კრემლის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრის ადგილის თაობაზე განხილვა მიმდინარეობს. ამის შესახებ პოდოლიაკმა ტელეკომპანია "24"-ის ეთერში განაცხადა, იუწყება Censor.NET-ი.
ამავე ინფორმაციით, ასევე მუშავდება ხელშეკრულებების პაკეტი უკრაინის პოზიციის გათვალისწინებით.
პოდოლიაკის თქმით, უკრაინული მხარე მუდმივ კავშირშია რუსეთის წარმომადგენლებთან, "აგრესორი ქვეყანა უკვე აცხადებს, რომ მზადაა ვლადიმერ ზელენსკის და ვლადიმერ პუტინს შორის პირდაპირი დიალოგისთვის".
„ახლა ჩვენ ვეძებთ ადგილს და ვმუშაობთ შეთანხმებების პაკეტზე, რომელიც ითვალისწინებს უკრაინის პოზიციას და როცა ეს უკვე შემუშავებული, შეთანხმებული იქნება, მაშინ პრეზიდენტები უკვე შეძლებენ შეხვდნენ და შეიმუშაონ სამშვიდობო ხელშეკრულების საბოლოო დებულებები... მე ვფიქრობ, რომ ამდენი დრო არ დაგვჭირდება“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
