"რუსეთს აქვს დამოუკიდებელი პოტენციალი, გააგრძელოს ოპერაცია უკრაინაში"
რუსეთს აქვს მისი დამოუკიდებელი პოტენციალი, რათა გააგრძელოს ოპერაცია უკრაინაში. ყველაფერი გეგმის თანახმად მიმდინარეობს და დროულად დასრულდება,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მან უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო დახმარება სთხოვა.
კრემლის განცხადებით, რუსეთს შეუძლია სრული კონტროლი დაამყაროს უკრაინის ძირითად ქალაქებზე და აქვს საკმარისი სამხედრო ძალა უკრაინაში მისი მიზნების შესასრულებლად, ჩინეთის მხრიდან ყოველგვარი დახმარების გარეშე.
ამასთან, როგორც პესკოვმა აღნიშნა, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა მთავარ ქალაქებზე შტურმის მიტანისგან თავის შეკავების ბრძანება გასცა, რათა თავიდან აეცილებინა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.
„ოპერაციის დაწყებისას რუსეთის პრეზიდენტმა ნამდვილად გასცა განკარგულება, რათა თავდაცვის სამინისტროს თავი შეეკავებინა საკვანძო ქალაქებზე მყისიერი შტურმის მიტანისგან, მათ შორის კიევზეც, იმის გამო, რომ შეიარაღებული ნაციონალისტური ფორმირებები მძიმე სამხედრო ტექნიკას უშუალოდ დასახლებულ პუნქტებში განალაგებენ. ბრძოლა მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში კი აუცილებლად გამოიწვევს მძიმე დანაკარგებს მშვიდობიან მოსახლეობაში. ოპერაცია სწორედ ამის გათვალისწინებით დაიგეგმა,“- განაცხადა პესკოვმა.
სიახლეები
- " პაპი ფრანცისკე ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიდერი იყო" - ჯო ბაიდენი
- მსოფლიო ლიდერები პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას ეხმაურებიან
- "ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების გამო - მისი მშვიდობის, თანაგრძნობისა და ერთიანობის მემკვიდრეობა გაგრძელდება"
- "ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ" - სალომე ზურაბიშვილი
- რომის პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა