რუსეთ - უკრაინის ომის მე-20 დღე - გენშტაბის განცხადება
დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფებამ მოწინააღმდეგის ოთხი ერთეული ვერტმფრენი, ერთი ერთეული თვითმფრინავი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდო. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის 15 მარტის დილის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული.
ასევე, 15 მარტის მონაცემებით, უკრაინის შეირაღებულმა ძალებმა 13 500-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი გაანადგურა. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინამ ასევე შეძლო 1 279 ერთეული ჯავშანტრანსპორტიორის, 640 ერთეული სატრანსპორტო საშუალების, 81 ერთეული თვითმფრინავის, 150 ერთეული საარტილერიო სისტემის, 60 ერთეული საწვავის ავზის, 95 ერთეული ვერტმფრენის, 36 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის, 9 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატის, 404 ერთეული ტანკის, 64 ერთეული ზალპური ცეცხლის სისტემის, 3 ერთეული ხომალდისა და კატერის განადგურება.
„რუსული სამხედრო შეჭრის საპასუხოდ უკრაინელი ხალხის გმირული წინააღმდეგობის მე-20 დღე დაიწყო. თავდაცვის ძალების მოქმედებების მდგომარეობა, პოზიცია და ხასიათი მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა. უკრაინის შეიარაღებული ძალები გამანადგურებელ დარტყმებს აყენებენ ჯარების დაჯგუფებებსა და ოკუპანტების საზურგე ინფრასტრუქტურას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
გენერალური შტაბი იტყობინება, რომ საოკუპაციო ძალების დაჯგუფებებს, რომლებიც შეტევითი ოპერაციის წარმართვაში მონაწილეობენ, ყველა მიმართულებით წინსვლაში მნიშვნელოვანი წარმატება არ ჰქონიათ. ძირითადი ძალისხმევა დაკავებული შეხების ხაზების შეკავებაზეა ორიენტირებული.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, მტერი აგრძელებს სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვებს კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებზე, იყენებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჯანდაცვის დაწესებულებების ქსელს დაჭრილი პერსონალის სამკურნალოდ. ასევე, ოკუპანტები აგრძელებენ სამოქალაქო ინფრასტრუქტურის გამოყენებას საცეცხლე პოზიციების აღჭურვისთვის, იარაღისა და სამხედრო აღჭურვილობის განსათავსებლად.
არსებული ცნობებით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების დასახლებების საორგანიზაციო და ფუნქციონალური დაწესებულების უზრუნველყოფის შეუძლებლობის გამო, ოკუპანტები იძულებულები არიან, შეაჩერონ კომუნალური მომსახურების მუშაკების მობილიზება.
გარდა ამისა, გენშტაბის ცნობით, მტრის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა რჩება დაბალ ნიშნულზე, რაც იწვევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების უარს სარდლობის ბრძანებების შეუსრულებლობაზე. ასევე, არსებული ინფორმაციით, ლუგანსკის რეგიონის გარკვეული ტერიტორიებიდან მობილიზებული მოსახლეობა იგზავნება უკრაინის ტერიტორიაზე საომარ მოქმედებებში მონაწილე რუსული საოკუპაციო ძალების აქტიური დანაკარგების შესავსებად.
უკრაინის გენშტაბის განცხადებით, მტერი მარიუპოლის აღებას ცდილობს. უკრაინელმა სამხედროებმა წარმატებით მოიგერიეს დამპყრობლების თავდასხმები. მტრის საერთო დანაკარგებმა შეადგინა დაახლოებით 150 ადამიანი, 2 ერთეული ტანკი, 7 ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა და 1 ერთეული ჯავშანტრასნპორტიორი. დანაკარგების მიღების შემდეგ ოკუპანტებმა შეაჩერეს შეტევითი ოპერაციები და უკან დაიხიეს.
ასევე, არტილერიამ და ავიაციამ საცეცხლე დაზიანება მიაყენა წინსვლის მარშრუტებზე მოწინააღმდეგის სამხედრო ტექნიკასა და კოლონებს. არსებული ცნობებით, საარტილერიო ცეცხლის შედეგად 12 ერთეული საავტომობილო ტექნიკაა განადგურებული.დანაკარგები განიცადეს 336-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადისა და მე-11 ცალკეული საჰაერო შეტევითი ბრიგადის ბატალიონებმა.
შავი ზღვისა და აზოვის საოპერაციო ზონებში საზღვაო-სადესანტო ოპერაციის მზადების ნიშნები არ დაფიქსირებულა.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო