რატომ ეკისრება დასავლეთს მთავარი პასუხისმგებლობა უკრაინის კრიზისში - The Economist
ბრიტანულმა გავლენიანმა ჟურნალმა „ექონომისტმა“ (The Economist) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რატომ ეკისრება დასავლეთს მთავარი პასუხისმგებლობა უკრაინის კრიზისში“, რომლის ავტორია ჯონ მირშაიმერი - ამერიკელი პოლიტოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი.
„ომი უკრაინაში ყველაზე სახიფათო საერთაშორისო კონფლიქტს წარმოადგენს 1962 წლის კარიბის კრიზისის დროიდან. თუ ჩვენ გვინდა მისი ესკალაციის თავიდან აცილება და საერთო ჯამში, დასრულება, აუცილებლად უნდა გავიგოთ და გავაცნობიეროთ ომის პირველმიზეზები. არავითარი ეჭვი არ არსებობს იმაზე, რომ ეს ომი სწორედ ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და მას თვითონვე ხელმძღვანელობს. მაგრამ რატომ გადადგა მან ასეთი ნაბიჯი - ეს უკვე სხვა საკითხია. დასავლეთში გავრცელებული ვერსიის თანახმად, ვლადიმერ პუტინს განზრახული აქვს დიდი რუსეთი აღადგინოს, საბჭოთა კავშირის მსგავსად. ამასთან დაკავშირებით ითვლება, რომ მხოლოდ მას ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის კრიზისზე.
მაგრამ ასეთი მსჯელობა სრულიად არასწორია. იმ კრიზისისათვის, რომელიც ჯერ კიდევ 2014 წლის თებერვალში დაიწყო, ძირითად დასავლეთია პასუხისმგებელი, განსაკუთრებით კი ამერიკის შეერთებული შტატები“, - ნათქვამია სტატიის დასაწყისში.
ჯონ მირშაიმერის აზრით, კონფლიქტის ფესვები 2008 წელს მომხდარ მოვლენაში უნდა ვეძებოთ, როცა ნატოს ბუქარესტის სამიტზე ჯორჯ ბუშ-უმცროსის ადმინისტრაციამ, მოსკოვის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსს უბიძგა, რომ საქართველოსთვის და უკრაინისათვის დაპირება მიეცა, თითქოსდა ორივეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებად მიიღებდნენ. ამერიკელი პოლიტოლოგი დარწმუნებულია, რომ სწორედ აშშ-ის პროვოკაციულმა მცდელობამ იმ მიზნით, რომ კიევი ევროკავშირთან და ნატოსთან მიეახლოებინა, გამოიწვია სახელმწიფო გადატრიალება და ვიქტორ იანუკოვიჩის კანონიერი ხელისუფლების დამხობა.
„უკრაინა დე ფაქტოდ ხდებოდა ნატოს წევრი. პროცესი ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო, როცა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა კიევისათვის „თავდაცვითი იარაღი“ გააგზავნა. ძნელი სათქმელია, შეიძლება თუ არა იმ იარაღისთვის „თავდაცვითი“ გვეწოდებინა, მაგრამ ყველა შემთხვევაში იარაღის ასეთი ღიად გაგზავნა მოსკოვისათვის და მისი დონბასელი მოკავშირეებისათვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა“, - წერს ჯონ მირშაიმერი.
პოლიტოლოგის აზრით, ამერიკული დროში მფარველობაში გადასასვლელად უკრაინის მიერ გადადგმულმა ბოლო ნაბიჯებმა სიტუაცია კიდევ უფრო გააუარესა. ამას დაემატა ისიც, რომ რუსეთის საზღვრებისაკენ, აღმოსავლეთის მიმართულებით, ნატოს გაფართოების პროცესი არ შეჩერებულა, წარუმატებლად დასრულდა ვაშინგტონ-მოსკოვის დიპლომატიური შეხვედრები უსაფრთხოების გარანტიების თაობაზეც.
ასეთ სიტუაციაში, როცა კრემლს სხვა გამოსავალი აღარ დარჩა, რუსეთმა უკრაინასთან ომის დაიწყო. თავის მხრივ, დასავლეთიც არაფერს აკეთებს კონფლიქტის დეესკალაციის მიზნით. დასავლეთი ვერ აცნობიერებს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციებისა და მოსკოვთან ურთიერთობის გაწყვეტის მოსალოდნელ შედეგებს.
„იმის ნაცვლად, რომ დეესკალაციისათვის ძალისხმევა დაიწყოს, დასავლეთი პირიქით იქცევა და რუსეთის მასირებულ „დასჯას“ ცდილობს. ეს სწორედ ის მოქმედებაა, რასაც დღეს ვლადიმერ პუტინი „ომის გამოცხადების ტოლფასად“ თვლის.
„დღევანდელი კონფლიქტის დაწყების თაობაზე ჩემს მიერ გადმოცემული მიზეზები არ შეიძლება სადაო იყოს, რადგან ცნობილი ამერიკელი ექსპერტები ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან აფრთხილებდნენ ვაშინგტონს - ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება საფრთხის შემცველიაო. ბუქარესტის სამიტის დროინდელი აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეიტსი აღიარებდა, რომ საქართველოსა და უკრაინისადმი მიცემული დაპირება ნატოში გაწევრების თაობაზე აშკარად გადაჭარბებული იყო. და მართლაც, იმ სამიტზე საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ნატოს შემადგენლობაში ზემოთ ხსენებული ორივე ქვეყნის მიღების წინააღმდეგნი იყვნენ. ისინი მშვენივრად აცნობიერებდნენ, რომ ამით რუსეთის გაღიზიანდებოდა“, - აღნიშნავს ავტორი.
„დღეს ჩვენ უკიდურესად სახიფათო, სარისკო სიტუაციაში ვართ, დასავლეთი კი თავისი მოქმედებით ამ რისკებს აღრმავებს. ის, რაც უკრაინაში ხდება, არაფერი არ აქვს საერთო რუსეთის ლიდერების იმპერიულ ამბიციებთან. საქმე ეხება იმასთან ბრძოლას, რასაც ვლადიმერ პუტინი რუსეთის მომავლის მუქარად თვლის. შესაძლოა მან არასწორად შეაფასა რუსეთის სამხედრო პოტენციალი ან უკრაინის არმიის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ეფექტი, მაგრამ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, თუ რაოდენ დაუნდობლები ხდებიან დიდი სახელმწიფოები, როცა ისინი განწირულ სიტუაციაში ვარდებიან: „არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტი, რომ რუსეთი ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს“, - ხაზს უსვამს ჯონ მირშაიმერი.
„მაგრამ აშშ და მისი მოკავშირეები ახლა ისეთი „ენთუზიაზმით“ ამკაცრებენ სანქციებს, რომ მათ ვლადიმერ პუტინის დამამცირებელი დამარცხება სურთ, ან მისი თანამდებობიდან გადადგომა. შესაძლოა ამერიკა და მისი ნატოელი მოკავშირეები მოახერხებენ და რუსეთს შეაჩერებენ, მაგრამ უკრაინაც ხომ სერიოზულად დაზარალდება (თუ უფრო უარესი არ დაემართა და არ დანაწილდა). უფრო მეტიც - არსებობს ესკალაციის საშიშროება უკრაინის საზღვრებს მიღმა გავრცელების თაობაზეც, ბირთვული ომის საფრთხეზე რომ არაფერი ვთქვათ.
მოკლედ, ამჟამინდელი მომენტისათვის ძნელი წარმოსადგენია, თუ როგორი პირობებით მოგვარდება ეს კონფლიქტი. მაგრამ თუ ჩვენ მის ნამდვილ მიზეზებს არ გავითვალისწინებთ, ვერ შევძლებთ ომის დასასრულის მოახლოებას, უკრაინა სრულიად განადგურდება, ნატო კი რუსეთთან ომის მდგომარეობაში აღმოჩნდება“, - წერს ავტორი პუბლიკაციის დასასრულს.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო