"ჩინეთმა უნდა აირჩიოს, თუ სად სურს იდგეს"
ბაიდენის გაფრთხილება ჩინეთს - ამერიკის პრეზიდენტმა მოუწოდა ოფიციალურ პეკინს, თავი შეიკავოს რუსეთისთვის სამხედრო ან ეკონომიკური დახმარებისგან. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და ჩინეთის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკმა ისაუბრა.
"ჩინეთმა უნდა აირჩიოს, თუ სად სურს იდგეს და როგორ სურს მოხვდეს ისტორიის სახელმძღვანელოებში - ეს გადაწყვეტილება სი ძინპინმა უნდა გააკეთოს. მასთან საუბრისას უმეტესი დრო პრეზიდენტმა ბაიდენმა დაუთმო უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმასა და ამ კრიზისზე აშშ-ის პოზიციის გამოხატვას. მან მკაფიოდ დააფიქსირა ის შედეგები, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს ჩინეთის მხრიდან რუსეთისთვის მხარდაჭერის გაწევას, რადგან მოსკოვი სასტიკ თავდასხმებს ახორციელებს უკრაინის ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და ეს არის ის, რასაც ჩვენ და მსოფლიოც ვუყურებთ. ამ შემთხვევისთვის ჩვენ გვაქვს რიგი ხელსაწყოები, მათ შორის სანქციები, რომელსაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ. ჩინეთმა წამოწია ტაივანის საკითხიც, რაზეც პრეზიდენტმა ბაიდენმა მიუგო, რომ აშშ-ის პოლიტიკა ამ მხრივ არ შეცვლილა. მხარეებს შორის კომუნიკაცია გაგრძელდება,"-განაცხადა ჯენ ფსაკმა.
ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის განცხადებით, ისინი მშვიდობას უჭერენ მხარს და ყველას მოუწოდა, რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგს ხელი შეუწყოს.
"კონფლიქტი და კონფრონტაცია ახლა არავის ინტერესშია. ჩინეთს არ სურს, რომ უკრაინაში არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდეს. ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას და ეწინააღმდეგება ომს. ყველა მხარემ ერთობლივად უნდა დაუჭიროს მხარი რუსეთსა და უკრაინას შორის დიალოგს, რომელმაც მშვიდობამდე უნდა მიგვიყვანოს. რაც უფრო რთულია სიტუაცია, მით უფრო დიდია საჭიროება, ვიყოთ თავშეკავებულები და რაციონალურები,"- ნათქვამია სი ძინპინის განცხადებაში.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
