რუსი კოსმონავტები უკრაინის დროშის ფერებში გამოჩნდნენ საერთაშორისო სადგურზე
რუსი კოსმონავტები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ უკრაინის დროშის ფერებში გამოწყობილნი, რაც, როგორც ჩანს, უკრაინაში შეჭრის საწინააღმდეგო განაცხადია.
დენის მატვეევი, ოლეგ არტემიევი და სერგეი კორსაკოვი პირველი კოსმონავტები არიან, რომლებიც კოსმოსურ სადგურზე ჩავიდნენ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ.
ისინი თბილად მიიღეს ბორტზე, ჩახუტებით მიესალმნენ ამერიკელ, რუს და გერმანელ ეკიპაჟის წევრებს.
მომენტს პირდაპირ ეთერში გადასცემდა როგორც „ნასა“, ამერიკის კოსმოსური სააგენტო, ასევე, რუსული „როსკოსმოსი“. ISS არის რუსეთის, ამერიკის, კანადის, იაპონიისა და ევროპის რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი პროექტი.
სტანდარტული რუსული უნიფორმა უბრალო ლურჯია და ის, სულ მცირე, ერთ კაცს მაინც ეცვა აფრენამდე.
„თითოეული ეკიპაჟი ირჩევს საკუთარ კოსტიუმებს, კომბინეზონებს. რათა არ იყოს ერთნაირი. ჩვენი ჯერი დადგა. სინამდვილეში, იქ უამრავი ყვითელი მასალა დაგროვდა. საქმეში უნდა ჩაგვერთო. ამიტომ, მოგვიწია ყვითელი კომბინეზონების ჩაცმა“, - ღიმილით თქვა არტემიევმა.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ, მსოფლიოში იყენებენ ქვეყნის ეროვნული დროშის ფერებს სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოსახატად.
რუსების სამეცნიერო მისია ISS-ზე ექვს თვეზე მეტხანს გაგრძელდება. ისინი ჩაანაცვლებენ ეკიპაჟის სამ ამჟამინდელ წევრს, რომლებიც 30 მარტს დედამიწაზე დაბრუნდებიან.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
