"რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტები გამოიყენა"- ჯო ბაიდენი
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაადასტურა, რომ რუსეთმა უკრაინაში ზებგერითი რაკეტები გამოიყენა.
”რუსეთმა გაუშვა ზებგერითი რაკეტა. ეს არის ერთადერთი რამ, რისი გამოყენებაც მას თავდაჯერებულად შეუძლია. როგორც ყველამ იცით, ეს არის რაკეტა ისეთივე ქობინით, როგორც ნებისმიერი სხვა რაკეტა, დიდი განსხვავება არ არის, გარდა იმისა, რომ მისი შეჩერება თითქმის შეუძლებელია,”- აღნიშნა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული.
„პუტინი კედელთან არის მიმწყვდეული, ის არ ელოდა ჩვენი ერთიანობის მასშტაბს ან სიძლიერეს და რაც უფრო უახლოვდება მისი ზურგი კედელს, მით უფრო იზრდება იმ ტაქტიკის სიმკაცრე, რომელიც, შესაძლოა, მან გამოიყენოს,“ - აღნიშნა ბაიდენმა.
მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთმა, შესაძლოა "ცრუ დროშის ოპერაციები“ განახორციელოს, მათ შორის უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობის მიზნით.
„ყოველთვის, როცა ის იწყებს საუბარს იმაზე, რის გაკეთებას გეგმავს ნატო, უკრაინა ან შეერთებული შტატები, ეს ნიშნავს, რომ ის ემზადება ამის გასაკეთებლად. ეს ხუმრობა არ არის“, - აღნიშნა ბაიდენმა.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
