პუტინი უკან იხევს: მოსკოვი მზადაა, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების უფლება მისცეს
The Financial Times წერს, რომ რუსეთი მოლაპარაკების ფარგლებში უკრაინის "დენაციფიკაციას" აღარ ითხოვს და მზადაა ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანების "უფლება მისცეს", - ამის შესახებ გამოცემა 4 წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, მოსკოვი ითხოვს, რომ უკრაინამ, უსაფრთხოების გარანტიებისა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის სანაცვლოდ ნატოში გაწევრიანებაზე უნდა თქვას უარი. მხარეები სამხედრო მოქმედებების შეჩერებას განიხილავენ.
წყაროები ამბობენ, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დოკუმენტი აღარ შეიცავს რუსეთის 3 ძირითადი მოთხოვნის განხილვას - "დენაციფიკაცია", "დემილიტარიზაცია" და რუსული ენის სამართლებრივი დაცვა უკრაინაში.
განსახილველი შეთანხმების ფარგლებში, უკრაინამ თავი უნდა შეიკავოს ბირთვული იარაღის შემუშავებაზე ან მესამე ქვეყნის სამხედრო ბაზის განთავსებაზე, გარდა იმისა, რომ ნატოში წევრობაზე უარი თქვას.
სანაცვლოდ უკრაინა მიიღებდა უსაფრთხოების გარანტიებს ქვეყნებისგან მათ შორის - რუსეთი, აშშ, დიდი ბრიტანეთი, კანადა, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი, იტალია, პოლონეთი, ისრაელი და თურქეთი.
უკრაინის დელეგაციის წევრმა, დავით არახამიამ FT-ს უთხრა, რომ მხარეები ახლოს იყვნენ შეთანხმებასთან უსაფრთხოების გარანტიებზე და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
მოლაპარაკებების შესახებ ინფორმირებულმა სხვა პირმა თქვა, რომ უკრაინა შეშფოთებულია, რომ რუსეთი თითქმის ყოველდღე ცვლის თავის პოზიციას, როგორც სამხედრო ზეწოლის, ასევე კიევის "დემილიტარიზაციის" მოთხოვნის კუთხით.
სიახლეები
- დენი რამდენიმე დღეში გაძვირდება, წყალი - 1 წლის შემდეგ, გაზის ტარიფი თითქმის უცვლელი დარჩება
- "მადლიერების გრძნობა ჩვენს სულიერ ცხოვრებაში ძალიან დიდი, ნათელი და მოზეიმე ძალაა" - მეუფე შიო
- "დღეს ჩვენ იგივე მივიღეთ – კლასიკური პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი ხდება საქართველო" - ზვიად შალამბერიძე ევროკომისიის ანგარიშზე
- 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით შსს რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობის მოწყობას ზღუდავს
- "მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!" - სალომე ზურაბიშვილი
