იაპონიამ კურილიის ოთხი კუნძული რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულად აღიარა
იაპონიასა და რუსეთს შორის ურთიერთობები უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაუარესდა.
იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ყოველწლიურ დიპლომატიურ ანგარიშში კუნძულები, რომელსაც რუსეთი სამხრეთ კურილიას უწოდებს, „ჩრდილოეთის ტერიტორიებად“ მოიხსენია.
აღსანიშნავია, რომ იაპონიას კუნძულების მიმართ ტერმინი უკანონოდ ოკუპირებული 2003 წლის შემდეგ არ გამოუყენებია. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ კუნძულებს ქვეყანა იაპონიის ტერიტორიებად განიხილავს, რომელზეც მას სუვერენული უფლება აქვს, თუმცა ამჟამად უკანონოდ არის ოკუპირებული რუსეთის მიერ.
სადავო კუნძულები საბჭოთა კავშირის ძალების მიერ 1945 წელს იქნა მიტაცებული.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
