"აბსოლუტურად არ მესმის, როგორ შეიძლება, გაზის ემბარგომ დაასრულოს ომი"
ნატო-მ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო კონფრონტაცია, რომელსაც შეუძლია, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა გამოცემა „შპიგელთან“ ინტერვიუში ისაუბრა. ამ განცხადებით მან უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების არმიწოდებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.
ვრცელი ინტერვიუს დროს ოლაფ შოლცს ჰკითხეს, რატომ ფიქრობს, რომ უკრაინისთვის ტანკების მიწოდებამ შესაძლოა, ბირთვული ომი გამოიწვიოს, რაზეც გერმანიის ლიდერმა უპასუხა, რომ არ არსებობს წესების სახელმძღვანელო, რომელშიც გაწერილი იქნება, როდის შეიძლება გერმანია ჩაითვალოს უკრაინაში მიმდინარე ომის მხარედ.
„სწორედ ამიტომ, მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და განვახორციელოთ ერთმანეთთან მჭიდრო კოორდინაცია. ნატო-ს მიმართულებით ესკალაციის თავიდან აცილება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მე არ ვარ ფოკუსირებული გამოკითხვებზე, არ ვაძლევ ჩემს თავს უფლებას, გავღიზიანდე მომაბეზრებელი ზარებით. შეცდომის შედეგები შეიძლება, დრამატული იყოს“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.
გერმანიის კანცლერმა ინტერვიუს დროს ასევე დაიცვა თავისი გადაწყვეტილება, არ შეწყვიტოს დაუყოვნებლივ რუსული გაზის იმპორტი.
„მე აბსოლუტურად არ მესმის, როგორ შეიძლება გაზის ემბარგომ დაასრულოს ომი. პუტინი რომ ყოფილიყო ღია ეკონომიკური არგუმენტებისთვის, ის არ დაიწყებდა ამ გიჟურ ომს. მეორე მხრივ, თქვენი ქცევით, თითქოს საუბარი ფულზეა, საუბარი კი დრამატული ეკონომიკური კრიზისის, მილიონობით სამუშაო ადგილის დაკარგვისა და ქარხნების დახურვის თავიდან აცილებაზეა“, – განაცხადა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, ამას ექნება სერიოზული შედეგები არა მხოლოდ გერმანიისთვის, არამედ ევროპისთვის და უკრაინის აღდგენის მომავალი დაფინანსებისთვის.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
