"მადლობას გიხდით სამხედრო სამსახურისთვის!"- ვოლოდიმირ ზელენსკი სამხედროებს
ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!- ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხედრო მოსამსახურეებს და მათ მესაზღვრის პროფესიული დღე მიულოცა.
უკრაინის პირველმა პირმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა დონეცკის სასაზღვრო რაზმის სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ახლა მარიუპოლს იცავენ.
„ვულოცავ პროფესიულ დღეს ყველას, ვინც დღეს მამაცურად და თავგანწირვით იცავს სახელმწიფო საზღვრებს. განსაკუთრებით ვულოცავ დონეცკის სასაზღვრო რაზმის სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ახლა მარიუპოლს იცავენ. მადლობას გიხდით სამხედრო სამსახურისთვის! ჩვენ გავიმარჯვებთ! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
სიახლეები
- "რუსეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის განახლებაზე საუბარი არ არის, გაუგებარია, რატომ დადგა ეს საკითხი დღის წესრიგში" - საქართველოს რკინიგზა
- "ილიას უნივერსიტეტის გააფთრებული წინააღმდეგობა მიუთითებს, რომ რაღაც პოლიტიკური პლატფორმა აქვთ"- გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 თებერვლისთვის
- 17 თებერვლის ახალმთვარეობა მერწყულში - დროა, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყოთ
