სტალინის ყოფილი აგარაკი, ვილა სოჭში და სხვა უძრავი ქონება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ფლობს

ვლადიმერ პუტინი პოლიტიკაში მას შემდეგ მოვიდა, რაც კგბ-ში მსახურობის 16 წლის შემდეგ იურიდიული ხარისხი მიიღო. მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, მათ შორის გერმანიაში საიდუმლო აგენტად, 1999 წელს რუსეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ამჟამად ოფიციალურად ცნობილია, რომ როგორც პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ანაზღაურების სახით წელიწადში 187,000 დოლარს იღებს.

 

პუტინი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია მსოფლიოში, იგი ფლობს ვილებს და სასახლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. წილები ბევრ მომგებიან ბიზნესში და ა.შ. სხვადასხვა ექსპერტებმა შეაფასეს, რომ მისი აქტივების ღირებულება 200 მილიარდ დოლარს აღწევს.

 

წარმოგიდგენთ ვლადიმერ პუტინის ძვირად ღირებულ უძრავი ქონების პორტფელიოს:

fdxjuhrieie-1651843672.jpg

მილიარდერთა სოფელი

გავრცელებული ინფორმაციით, სასახლე მოსკოვის გარეუბანში, მილიარდერთა სოფელში აშენდა. როგორც Mirror წერს, სასახლეს აქვს ორი ძირითადი შენობა 123,785 კვ.ფუტი ფართობით და თავლები, რომლებიც მოიცავს 21,528 კვ.ფუტს.

15 ჰექტარი ფართობი დაცულია. კლასიკური სტილის შენობა დააპროექტა კომპანიამ Property-V, სადაც V ნიშნავს ვლადიმერ პუტინს. ამბობენ, რომ ის ბუკინგემის სასახლეს ორჯერ აღემატება და 360 მილიონი დოლარი ღირს.

rui5e4ijrtedji-1651843696.jpg

ვიბორგის ყურეში არსებული დასასვენებელი სახლი

დასასვენებელი სახლი მდებარეობს რუსეთ-ფინეთის საზღვრიდან 20 მილის დაშორებით, ვიბორგის ყურის კუნძულზე.

 

სახლი გარემონტდა 2010 წელს. მას აქვს მიწისქვეშა სპა, საცურაო აუზი მოოქროვილი ფილებით. პრესტიჟული დასასვენებელი სახლი თავდაპირველად 1913 წელს აშენდა და საბჭოთა სცენების გადასაღებად გამოიყენებოდა.

 

rfyhreuj54rui4-1651843736.jpg

სახლი პეტერბურგში ტბის პირას

ამბობენ, რომ კომსომოლსკის ტბის მახლობლად დახურულ დასახლებაში ვლადიმერ პუტინს ტრადიციული აგარაკი აქვს.

1996 წელს, როდესაც ლიდერი საუნაში იმყოფებოდა სახლს ხანძარი გაუჩნდა, ამბობენ, რომ მაშინ პუტინს აივნიდან გადაძრომა და გაქცევა მოუწია. ინციდენტის შემდეგ სახლი რამდენიმე წელიწადში აღადგინეს.

rjhu54ri4i4i-1651843752.jpg

პუტინის სასახლე

პუტინი 2014 წლიდან საიდუმლოდ აშენებდა სასახლეს შავი ზღვის პირას. როგორც Business Insider-მა აღნიშნა, სასახლე რუსეთის პრეზიდენტს 1,3 მილიარდი დოლარი დაუჯდა.

სახლს აქვს სამეფო დეკორი ყველა ოთახისთვის, ფართო ინტერიერი და ბროლის ჭაღები. მისი სასახლე ასევე აღჭურვილია ყინულის მოედანით და საცეკვაო ოთახით.

cfjufgktoorfor-1651843819.jpg

ვილა ალთაის მთებში

შორეული ციმბირის ალთაის მთებში, პუტინი საიდუმლო თავშესაფარს ფლობს. ეს რუსეთის პრეზიდენტის საყვარელი რეკრეაციული ადგილია. იგი ხშირად უნახავთ მიმდებარე მიდამოებში ლაშქრობისას, სოკოსა და კენკრის შეგროვების დროს.

ujrtfjut64i4i-1651843847.jpg

ნოვო-ოგარიოვო

პუტინის ნოვო-ოგარიოვოს სახლი გახდა მისი ოფიციალური რეზიდენცია მას შემდეგ, რაც მან 2000 წელს მთავრობაში დაიკავა თანამდებობა.

სახლი აშენდა მე-19 საუკუნეში იმპერატორ ალექსანდრე III-ის ძმის ჰერცოგ სერგეი ალექსანდროვიჩის მიერ და გამოიყენებოდა უცხოური დელეგაციების რუსეთში ვიზიტების დროს.

erfhy54u84i-1651843867.jpg

მოსკოვის ბინა

პუტინს მოსკოვში, აკადემიკა ზელინსკოგოს ქუჩა 6-ში, აქვს იჯარით მიღებული ბინა. ბინა მას რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დაუთმო. ფართის მოიცავს 153.7 კვ.მ., ხოლო სართული და სხვა დეტალები უცნობია.

erhyu54u4i-1651843913.jpg

ვალდაის ქონება

ვლადიმერის ოფიციალურ რეზიდენციას ხშირად უწოდებენ ვალდაის. მამული აშენდა 1930-იან წლებში, რათა გამხდარიყო სტალინის ერთ-ერთი აგარაკი თუმცა, დიქტატორი ფიქრობდა, რომ ეს ტერიტორია ძალიან საშიში იყო.

რეზიდენცია დასრულდა 1980-იან წლებში. იგი გარშემორტყმულია უღრანი ტყეებით. ადამიანებს შეუძლიათ მამულში მდებარე ერთ-ერთი სახლი 800 დოლარად იქირაონ.

reyeu54i4i-1651843943.jpg

“ბოჩაროვი რუჩეი“ სოჭში

პუტინის მთავარ რეზიდენციასთან ერთად, მედიაში ხშირად ქვეყნდება მისი სახლი - “ბოჩაროვი რუჩეი“ სოჭში.

სახლი ექსპლუატაციაში მიიღო სტალინმა 1955 წელს, რათა რუს ლიდერებს შეეძლოთ იქ დარჩენა. იგი გახდა რუსეთის პრეზიდენტების ოფიციალური საზაფხულო რეზიდენცია.

 

წყარო: therichest.com

წაკითხვა 537 ჯერ განახლდა განახლდა მაისი 08 2022
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.