ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები სამოგზაუროდ
ორიოდ წლის წინ, მსოფლიო დაპაუზდა, როდესაც პანდემიის ეპოქაში შეაბიჯა ფეხი. გლობალური ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, დაიწყო უკრაინის ომი - ამ ყველაფერმა მოგზაურებს სრულიად შეუცვალა გეგმები და იძულებული გახადა, სამოგზაურო მიმართულებებში ცვლილებები შეეტანათ. უპირველეს ყოვლისა კი გაერკვიათ, არის თუ არა უსაფრთხო ადგილი, სადაც ისინი წასვლას გეგმავენ.
Forbes-მა ტრადიციული გამოკითხვა ჩაატარა და 2022 წელს, სამოგზაუროდ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გამოავლინა.
ისლანდია 2008 წლიდან მსგავსი რეიტინგის სათავეშია, ამასთან, ის მესამე პოზიციაზე იმყოფება მსოფლიოს ყველაზე ბედნიერ ქვეყნებს შორის.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ხუთეულში, ისლანდიას ახალი ზელანდია, დანია, პორტუგალია და სლოვენია მოჰყვებიან, ათეულს კი ავსტრია, შვეიცარია, ირლანდია, ჩეხეთი და კანადა ხურავენ.
ძირითადი კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მსგავსი რეიტინგები დგება, შემდეგია:
- სოციალური უსაფრთხოების დონე;
- მიმდინარე შიდა და საერთაშორისო კონფლიქტების მასშტაბები;
- შეიარაღების ხარისხი.
მსოფლიოს ათი ყველაზე უსაფრთხო ქვეყნიდან რვა ევროპაშია – ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ათეულში ყველაზე მეტი ევროპული ქვეყანა მოხვდა.
უკვე ზედიზედ მეოთხე წელია ავღანეთი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად მშვიდობიანი ქვეყანაა, ბოლო ხუთეულს იემენი, სირია, სუდანი და ერაყი ასრულებენ.
სიახლეები
- 25 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- "ივანიშვილს დღეს ჩემოდნები ჩაულაგეს! - ოლიგარქია დამთავრდება საქართველოში" - მამუკა ხაზარაძე
- "მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ, რომ დავიცვათ კონსტიტუცია - „ქართული ოცნება“ რუსული დუმის შეკრებას აპირებს" - გიგი უგულავა
- XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიხსნება
- "ღმერთმა დალოცოს ყველა, ვინც სამების ტაძრის მშენებლობაში მიიღო მონაწილეობა" - მეუფე შიო