ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული უკრაინა გახდა
უკრაინა „ევროვიზია 2022“-ის გამარჯვებულია. „კალუშის“ ბენდი 631 ქულით პირველ ადგილზე გავიდა. გამოსვლის ბოლოს ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა, დაეხმარონ უკრაინას.
„გთხოვთ დაეხმარეთ უკრაინას, დაეხმარეთ მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე“, - აღნიშნეს მათ.
„ტელეგრამის“ საკუთარ არხზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა „კალუშის“ ბენდს გამარჯვებისთვის და ასევე, ყველას, ვინც კონკურსში ხმა უკრაინას მისცა.
უკრაინის პირველმა პირმა პირობა დადო, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა მომავალი წლის "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსს უმასპინძლოს.
„დარწმუნებული ვარ, მტერთან ბრძოლაში ჩვენი გამარჯვების აკორდი შორს არ არის“, - დასძინა ზელენსკიმ.
კონკურსის გამარჯვებული ტრადიციულად მომდევნო წლის ფინალს მასპინძლობს, თუმცა იმის გამო, რომ უკრაინაში ჯერ კიდევ სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს, უცნობია სად გაიმართება "ევროვიზია 2023" წელს.
ცნობისთვის, იტალიის ქალაქ ტურინში გამართულ სიმღერის კონკურსში მეორე ადგილზე დიდი ბრიტანეთი გავიდა, რაც 1998 წლის შემდეგ ქვეყნის საუკეთესო შედეგია.
საქართველოს მაყურებელმა უკრაინას მაქსიმალური 12 ქულა მიანიჭა, ხოლო საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ - 6. მოგვიანებით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსზე ეროვნული ჟიურის ქულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება – პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა "ევროვიზიის" სიმღერის კონკურსის ორგანიზატორებს. განცხადების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ამ საკითხთან დაკავშირებით "ევროვიზიის" კონკურსის ორგანიზატორებთან დეტალებს არკვევს.
სიახლეები
- "ევროკავშირის ანგარიშში თეთრი ძაფითაა ნაკერი საქართველოს მონაკვეთი, უკუსვლა თუ ვინმეს აქვს, ეს ევროკავშირის მმართველი ინსტიტუციებია"
- "საქართველოში არჩევნების ზოგადი ჩარჩო ყოვლისმომცველ რეფორმებს საჭიროებს" - ევროკავშირის 2025 წლის გაფართოების ანგარიში
- "საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, რასაც ხელი შეუწყო კერძო და სახელმწიფო მოხმარებამ, ტურიზმის აღდგენით გამოწვეულმა სარგებელმა, რუსეთიდან მიგრანტებმა და ზოგიერთი სერვისისა და სავაჭრო მარშრუტის გადატანამ"
- "ევროკომისია დეკემბერში ვიზის შეჩერების მექანიზმის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს გამოაქვეყნებს, მათ შორის საქართველოსთვის" - პაველ ჰერჩინსკი
- "შანტაჟი არ გამოვა, ხელის ჩაქნევას არ ვაპირებთ, საქართველო გააგრძელებს მომზადებას იმ ევროპის კავშირისთვის, რომლის მიზანიცაა ევროპული ღირებულებების დაბრუნება"
