ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები წარადგინეს
ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადები წარადგინეს, - ამის შესახებ სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
"თბილად მივესალმები ფინეთისა და შვედეთის თხოვნას ნატოში გაწევრიანების შესახებ. თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და ნატოში თქვენი გაწევრიანება გაზრდის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. განაცხადები, რომლებიც დღეს გააკეთეთ, ისტორიული ნაბიჯია. ახლა მოკავშირეები განიხილავენ შემდეგ ნაბიჯებს ნატო-სკენ თქვენს გზებთან დაკავშირებით. ყველა მოკავშირის უსაფრთხოების ინტერესები გასათვალისწინებელია და ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ყველა საკითხზე და მივაღწიოთ სწრაფ დასკვნებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
