"არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც პუტინთან და არც ზელენსკისთან"
თურქეთმა ნატო-ს წევრებს აცნობა, რომ შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებაზე უარს იტყვის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„არ გვინდა ერთი და იგივე შეცდომა ორჯერ დავუშვათ. ამიტომ, ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ პოლიტიკას ამ კუთხით. ჩვენ ვუთხარით ჩვენს პარტნიორებს, რომ უარს ვიტყვით შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებაზე. გავაგრძელებთ სვლას ნატოში იგივე მიმართულებით“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, “შვედეთი ტერორიზმის ბუდეა” და ნატო-ში მის გაწევრიანებას არ დაუშვებენ.
„ნატო უსაფრთხოების ორგანიზაციაა, ჩვენ მასში ტერორისტული ორგანიზაციების ყოფნას ვერ მივიღებთ“, - განაცხადა ერდოღანმა.
მან უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ არ აპირებს ურთიერთობის გაწყვეტას არც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და არც უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და აგრძელებს „სატელეფონო დიპლომატიას“ ორივე მხარესთან.
„არ ვაპირებ ურთიერთობის გაწყვეტას არც ბატონ პუტინთან და არც ბატონ ზელენსკისთან. ვაგრძელებ სატელეფონო დიპლომატიას როგორც პუტინთან, ასევე ზელენსკისთან. გავაგზავნე ჩემი სპეციალური წარმომადგენელი მოსკოვშიც და კიევშიც. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს პოლიტიკას, ახალი მსოფლიო ომი არავის სარგებელს არ მოუტანს“, - აღნიშნა ერდოღანმა.
მისი თქმით, თურქეთს არ შეუძლია უარი თქვას რუსეთთან ურთიერთობაზე, რუსულ გაზზე.
„ჩვენ გვაქვს კავშირები ორივე მხარესთან (რუსეთთან და უკრაინასთან). გვაქვს „აკუიუს“ ატომური ელექტროსადგურის პროექტი რუსეთთან. მომავალ წელს დავასრულებთ ამ პროექტს, გავხსნით. ეს ჩვენთვის ძალიან სერიოზული წყაროა. მოხმარებული გაზის 50%-ს რუსეთისგან ვიღებთ. ეს ჩვენთვის სტრატეგიული საკითხია, სტრატეგიული ურთიერთობები. ჩვენ არ შეგვიძლია მათზე უარის თქმა,“ - აღნიშნა ერდოღანმა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
