მერის განცხადებით, მარიუპოლი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება
მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქი ჯანდაცვისა და სანიტარიული კატასტროფისკენ მიექანება. როგორც ის აღნიშნავს, სასმელ წყალს ზაფხულის წვიმებით დაბინძურება ემუქრება.
„გარდა ჰუმანიტარული კატასტროფისა, რომელიც რუსი ოკუპანტებისა და კოლაბორაციონისტების მიერაა შექმნილი, ქალაქი ინფექციური დაავადებების გავრცელების ზღვარზეა" , - დაწერა ბოიჩენკომ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე.
მერმა რუსეთის ძალებს მოუწოდა, უფლება მისცენ მოსახლეობა უსაფრთხოდ დატოვონ მარიუპოლი.
ბოიჩენკომ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა მარიუპოლზე კონტროლის სრულად დამყარებაზე განაცხადა. შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ვიდეო, სადაც რუსი სამხედროები უკრაინის 36-ე სპეციალური საზღვაო ბრიგადის მეთაურს სერგეი ვოლინას აპატიმრებდნენ, რომელიც "აზოვსტალის" ფოლადის ქარხნის დაცვაში მონაწილეობდა.
სიახლეები
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
- კრემლი “სარმატით” იმუქრება - მედვედევმა დასავლეთს რაკეტის “წარმატებით გამოცდა” მიულოცა
- 17 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
- ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილი მსვლელობის გამო თბილისის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება
