"თქვენ გვასწავლით, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული" - ბორის ჯონსონი უკრაინელ ბავშვებს
უკრაინელი ბავშვები ყოველდღიურად გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის წერილშია აღნიშნული, სადაც ის უკრაინელ ბავშვებს მომართავს.
“ბევრმა თქვენგანმა ნახა, ან განიცადა ისეთი რამ, რაც არცერთ ბავშვს არ უნდა ენახა, თუმცა ყოველდღიურად უკრაინელი ბავშვები გვასწავლიან, რას ნიშნავს იყო ძლიერი და ღირსეული. თავი მაღლა ასწიო ყველაზე რთულ დროს“, - წერს ჯონსონი.
მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო ამაყობს უკრაინელი ბავშვებით.
"თქვენ მარტო არ ხართ. შეიძლება ქვეყანაში დაშორდეთ მეგობრებს, მაგრამ გყავთ მილიონობით სხვა მთელ მსოფლიოში. აქ, გაერთიანებულ სამეფოში, ჩვენ ვაფრიალებთ უკრაინის დროშებს ჩვენი სახლებიდან, ოფისებიდან, ეკლესიებიდან, მაღაზიებიდან. ჩვენი ახალგაზრდები ხატავენ თქვენს დროშას თავიანთ კლასებში და ამზადებენ ლურჯ და ყვითელ სამაჯურებს თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად“, - ნათქვამია მის წერილში.
მისი თქმით, იმედი აქვს, ერთ დღეს ისინი თავისუფლად შეძლებენ უკრაინაში დაბრუნებას.
„მთელი გულით იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს თავისუფლად შეძლებთ საკუთარ სახლებში, სკოლებსა და ოჯახებში დაბრუნებას, რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დიდი დრო დასჭირდეს ამას. ჩვენ, გაერთიანებულ სამეფოში, არასოდეს დაგივიწყებთ და ყოველთვის ვიამაყებთ, რომ ჩვენს მეგობრებს დაგიძახებთ“, - ნათქვამია ჯონსონის წერილში.
სიახლეები
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 აპრილისთვის
- სტამბოლში, კურიერის მკვლელობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს
- პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
- "რუსეთი ცდილობს დაგვყოს, საქართველოში რუსული რეჟიმი ცდილობს, არ შედგეს ერთობა, ერის ნება, არ დავინახოთ საითკენ უნდა საქართველოს სვლა და განვითარება"
