რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს
31 ივლისის ღამეს რუსმა სამხედროებმა ქალაქი მიკოლაივი დაბომბეს, რამაც საცხოვრებელი სახლების დაზიანება და რამდენიმე ობიექტის განადგურება გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია მიკოლაევის მერზე, ალექსანდრ სიენკევიჩზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მტერმა დღეს მიკოლაივზე მასიური იერიში მიიტანა. ალბათ, ეს ყველაზე ძლიერი თავდასხმა იყო, რაც აქამდე მომხარა. ძლიერი აფეთქებები გაისმა დილის 01:00 საათის შემდეგ და დაახლოებით 05:00 საათზე. განადგურდა რამდენიმე ობიექტი. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები“, - განაცხადა სიენკევიჩმა.
მედიის ცნობით, რუსმა დამპყრობლებმა კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს.
შეგახსენებთ, 30 ივლისის ღამეს, რუსეთის მიერ მიკოლაივის დაბომბვისას ერთი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ექვსი კი დაშავდა.
სიახლეები
- “პოლიტიკური ლოგიკით, შემოდგომით რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა გაიმართოს” - გია ხუხაშვილი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "პროკურატურამ არ დამიტოვა შესაძლებლობა, ბრალის აღიარება რომ მინდოდეს, რა უნდა ვაღიარო?" - ლევან ხაბეიშვილი
- "არაერთი განსაცდელი გამოვიარეთ, მაგრამ ქართველმა ხალხმა საკუთარი თავის შენარჩუნება შეძლო" - შალვა პაპუაშვილი
- "ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი მთავარ თვისებას სწავლობს, რომელიც სულის ცხონებისთვის საჭიროა" - პატრიარქი
