მაიმუნის ყვავილის გამო აშშ-ის ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის გავრცელების გამო, ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც დამატებითი ფინანსების მობილიზების შესაძლებლობას მისცემს. მანამდე საგანგებო სიტუაცია გამოცხადებული იყო მხოლოდ რამდენიმე შტატში, მათ შორის, ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში.
აშშ-ში მაიმუნის ყვავილით დაავადების პირველი შემთხვევა მაისში გამოავლინეს. დღემდე ვირუსი დაუდასტურდა 7 ათასამდე ადამიანს.
ვირუსული დაავადების, მაიმუნის ყვავილის გავრცელების ენდემურ ზონად ბოლო დრომდე ითვლებოდა აფრიკის ცენტრალური და დასავლეთ ნაწილი. ბოლო თვეებში დაავადება გავრცელდა სხვა კონტინენტებზეც, ძირითადად, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში.
2022 წლის ივლისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მაიმუნის ყვავილის აფეთქება საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა.
სიახლეები
- საქართველოს და ყირგიზეთის რესპუბლიკას შორის ვეტერინარიისა და რადიაციული და ბირთვული უსაფრთხოების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა
- ,,დღეს ირანთან ომი დავასრულეთ"- დონალდ ტრამპი
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ტრილიონერი გახდა
- ,,ოპოზიციას აბსოლუტურად არავითარი შანსი არ აქვს, რომ რაიმე წარმატებას მიაღწიონ ქართველ ხალხთან"- ირაკლი კობახიძე
- სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სენაკში ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინა
