"მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია" - უკრაინის გენშტაბი

გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით რუსეთის ჯარებს ნაწილობრივი წარმატება აქვთ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.

"სლავიანსკის მიმართულებით დაბომბვა დაფიქსირდა ვერნოპოლიეს, ბოგოროდიჩნის, შნურკოვის, კურულკას, კრასნოპოლიეს, დოლინისა და ზალიმანის მახლობლად. ამ უკანასკნელთან მტერმა ასევე საჰაერო დარტყმა განახორციელა. მტერი ცდილობს შეავსოს პერსონალის და ტექნიკის დანაკარგები,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

მათივე ცნობით, კრამატორსკის მიმართულებით მტერმა ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან დაბომბა სევერსკის, გრიგოროვკას, სერებრიანკასა და ვერხნეკამენსკის ტერიტორიები. შეტევას ახორციელებდა ვერხნეკამენსკოეს და ივანო-დარიევკას დასახლებების მიმართულებებით, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. გენშტაბში აცხადებენ, რომ ფრონტის ერთ-ერთ ურთულეს სექტორად ბახმუტის მიმართულება რჩება: მტერი დარტყმებს ახორციელებს ტანკებიდან, არტილერიიდან და თვითმფრინავებიდან.

 

„ბახმუტის მიმართულებით, მტერმა ტანკებიდან და არტილერიიდან დაბომბა: პერეზდნოეს, ვესელოეს, ბახმუტის, სოლედარის, ვერშინასა და კურდიუმოვკას მახლობლად. ავიაცია გამოიყენეს ვიემკას, ივანო-დარიევკას, სპორნოეს, იაკოვლევკას, სოლედარსა და ბახმუტის მიმართულებით. შეტევა განახორციელეს გორლოვკა-ზაიცევოს მიმართულებით, რაც ნაწილობრივ წარმატებული აღმოჩნდა,“ - აცხადებენ გენშტაბში.

 

მათივე ცნობით, ოკუპანტებმა შეტევითი ბრძოლები აწარმოეს ივანო-დარივკას, ვიემკას, ბახმუტის, ვესელაია დოლინასა და კოდემას დასახლებების მიმართულებებით.

 

"მტერმა წარმატებას ვერ მიაღწია და უკან დაიხია. გადაჯგუფების შემდეგ მტერმა განაახლა შეტევა კოდემას მიმართულებით, ბრძოლა გრძელდება", - აცხადებენ გენერალურ შტაბში.

 

მათივე ცნობით, ავდიივკას მიმართულებით საარტილერიო დაბომბვა დაფიქსირდა ვოდიანეს, ალექსანდროპოლის, ავდიივკასა და პესკის მახლობლად. ამასთან, რუსულმა ძალებმა საჰაერო დარტყმები განახორციელეს მარინკასა და ვოდიანის მახლობლად.

"ოკუპანტებმა სცადეს შეტევითი ბრძოლების ჩატარება სპარტაკისა და მარინკას მიდამოებში, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიეს და უკან დაიხიეს. სოფელ პესკისთან ბრძოლა გრძელდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

წაკითხვა 265 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.