"რუსეთს სურს, გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება"
რუსეთს სურს, გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოსახლეობისადმი ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა „გაზპრომის“ მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტას.
„ამ დღეებში რუსეთი ცდილობს, კიდევ უფრო გაზარდოს ენერგეტიკული ზეწოლა ევროპაზე. რუსეთს სურს, გაანადგუროს ყველა ევროპელის ნორმალური ცხოვრება – ჩვენი კონტინენტის ყველა ქვეყანაში. მას სურს, დაასუსტოს და დააშინოს მთელი ევროპა, ყველა სახელმწიფო. სადაც რუსეთი ამას ჩვეულებრივი იარაღით ვერ ახერხებს, ამას ენერგეტიკული იარაღით აკეთებს. ის ცდილობს, დარტყმა მოახდინოს სიღარიბით და პოლიტიკური ქაოსით, სადაც ჯერ კიდევ არ შეუძლია დარტყმის განხორციელება რაკეტებით“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთისგან დასაცავად საჭიროა მეტი ერთიანობა, მეტი კოორდინაცია და ერთმანეთის უფრო მეტად დახმარება.
„ამ ზამთარს რუსეთი ემზადება ყველა ევროპელზე გადამწყვეტი ენერგეტიკული დარტყმისთვის და ამაზე მთავარი პასუხი უნდა იყოს ორი რამ: პირველი, ჩვენი ერთიანობა – ერთიანობა ტერორისტული სახელმწიფოსგან თავდაცვაში და მეორე – ჩვენი ზეწოლის გაზრდა რუსეთზე – ეს არის როგორც ყველა დონის სანქციების გაძლიერება, ასევე რუსეთის ნავთობისა და გაზის შემოსავლების შეზღუდვა. რაც უფრო მეტ დარტყმას მივაყენებთ ერთად, მით უფრო ნაკლებ დარტყმას შეძლებენ ეს ტერორისტები“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
სიახლეები
- "დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც ყალბი პასპორტის გამოყენებით, დიდი ოდენობით უძრავი ქონების დაუფლებას ცდილობდა" - სუს-ი
- "პატრიარქს ბოლოს 2017 წელს, ბერლინში შევხვდი, მიმეორებდა: „დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდეთ“, ჩემი დაბრუნების შემდეგ უკვე ჩაკეტილი ჰყავდათ"
- "2 000 მეგავატამდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები თუ არ დაგვემატება, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი"
- "ჩვენი ეკლესია საიმედო ხელშია, მომავალ პატრიარქს არ სჭირდება არც მთავრობის და არც ოპოზიციის დახმარება" - მეუფე იაკობი
- მარნეულში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს
